ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლემმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის დემოკრატიულ მოძრაობასა და საპროტესტო ტალღასთან გასამკლავებლად ჩინეთისგან დახმარების მიღებაზე უარს არ იტყვის, მაგრამ სჯერა, რომ "გამოსავალი თავად ჰონგკონგელებმა უნდა იპოვონ" დიალოგისა და პოლიტიკის გზით და არა პეკინის დახმარების საშუალებით.
ლემმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას სიმშვიდისა და წესრიგის აღდგენა სურს და მზადაა, იმუშაოს იმ რამდენიმე სიღრმისეულ საკითხზე, რამაც ათასობით დემონსტრანტი ქუჩებში გამოიყვანა და პროტესტი რამდენიმე თვეა არ წყდება.
"ამ ეტაპზე მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ეს ცენტრალური ხელისუფლების პოზიციაცაა, ჰონგ-კონგი საკუთარ პრობლემებს თავად უნდა გაუმკლავდეს. მაგრამ, თუ სიტუაცია ძლიერ გაუარესდება, მაშინ არანაირი ვარიანტი არ გამოირიცხება იმისთვის, რომ ჰონგ-კონგს კიდევ ერთი შანსი მივცეთ", - განაცხადა ლემმა.
გასულ კვირას, ჰონგ-კონგის მმართველმა დემონსტრანტების მიერ ნიღბების ტარება აკრძალა, რამაც პროტესტის მონაწილეები კიდევ უფრო განარისხა. ათობით ათასი ადამიანი კვირას ქუჩებში სწორედ ამ ახალი აკრძალვის გასაპროტესტებლადაც გამოვიდა.
Facebook Forum