ჰონგ-კონგი ჩინეთის პოლიტიკის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ მოკლულ 18 წლის ახალგაზრდას გლოვობს.
გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერში ჩანს, რომ აქციაზე დაპირისპირებისას პოლიციის ოფიცერმა დემონსტრანტს ახლო მანძილიდან მკერდში ესროლა. ივნისში დაწყებული მასშტაბური პროტესტის მიმდინარეობისას, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიციამ ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
ჰონგ-კონგის პოლიციის უფროსი, სტივენ ლო ამბობს, რომ პოლიციელი გამართლებულია იარაღის გამოყენების საქმეში, რადგან მან მიიჩნია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
Facebook Forum