2012 წლის ჰოლივუდის პროექტი „ჯი აი ჯო: შურისძიება“ ისეთი ფილმია, თინეიჯერ ბიჭებს შეტაკებების და აფეთქებების დრამატიზმით რომ ხიბლავს და როგორც წესი უზარმაზარი შემოსავალიც მოაქვს.
გამოცემა „ვერაიეთის“ რედაქტორი ტიმ გრეი ამბობს, რომ ძალადობის მედიაში ასახვის თემაზე დებატები სულ ცოტა 100 წლის წინ დაიწყო და კიდევ უფრო ადრინდელ ლიტერატურას იგონებს.
“2 000 წლის წინანდელ ძველ ბერძნულ პიესებს და ტრაგედიებს რომ გადახედოთ, კოლიზეუმში გლადიატორების ბრძოლების და მკვლელობების შემხედვარე, მიხვდებით, რომ ძალადობა ყოველთვის იყო სანახაობრივი გართობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. განსხვავება ახლა ის არის, რომ მისი მოცულობა გაიზარდა“ - აღნიშნავს ის.
ძალადობრივი სცენა ალფრედ ჰიჩკოკის „ფსიქოდან“ მხოლოდ ერთი პატარა ეპიზოდია ხელოვნების ნიმუშად მიჩნეულ ფსიქოლოგიურ თრილერში, რომელიც თემის განვითარებისთვის უმეტესად დიალოგს ემყარება. ამის მიუხედავად მაყურებელზე მან სრული შოკი მოახდინა.
სილვესტერ სტალონეს ბოლო ფილმი „ტყვია თავში“, რა თქმა უნდა სრულიად საპირისპიროდ, მთლიანად ვიზუალურ ეფექტებს ემყარება. იგივე შეიძლება ითქვას „წყნარი ოკეანის რკალზე“, რომელიც უცხოპლანეტელების თავდასხმის თემაზეა შექმნილი, თუ ჰოლივუდის უმეტეს ახალ და ძველ ფილმზე.
მარტინ სკორსეზეს ადრეული ფილმის „ბოროტი ქუჩების“ ერთ-ერთი პროდიუსერი, ჯონათან ტაპლინი ახლა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ასწავლის და ის მედიის ანალიზის ექსპერტად ითვლება.
„მძაფრსიუჟეტიანი ფილმებია, რას იზამ? დარწმუნებული არ ვარ, რომ ჰოლივუდმა იცის, თუ როგორ მიიზიდოს და შემდეგ შეინარჩუნოს თინეიჯერთა უზარმაზარი აუდიტორია მასობრივი ძალადობის სცენების ჩვენების გარეშე“ - ამბობს ანალიტიკოსი.
ჰოლივუდის ფილმების უარყოფით გავლენაზე საუბარი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კონექტიკუტის შტატის დაწყებით სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოხდა. ვეინ ლაპიერმა, იარაღით ვაჭრობის გავლენიანმა ლობისტმა, სკოლაში დატრიალებული ტრაგედია ვიდეო-თამაშებში და ფილმებში არსებულ ძალადობას გადააბრალა. თუმცა, არაფერი თქვა იმაზე, რომ იგივე ფილმებს მთელი მსოფლიო უპრობლემოდ უყურებს და იმავე თამაშებს ყველა სხვა ქვეყანაში თამაშობენ. მაგრამ ლაპიერი იარაღის გაყიდვის შეზღუდვის კატეგორიული წინააღმდეგია და სავარაუდოდ, აქცენტების შეცვლას ცდილობს.
„ბავშვების მასობრივი მკვლელობა არ ხდება სხვა ქვეყნებში. - იქ, სადაც ჰოლივუდის ფილმები კიდევ უფრო პოპულარულია და გართობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას წარმოადგენს“ - ამბობს პროფესორი ტაპლინი.
ამასთან, ის შეშფოთებას გამოთქვამს იმ ამერიკული ფილმების გამო, რომელშიც ძალადობა დომინირებს. მათ ავტორებს შორის ცნობილი რეჟისორებიც არიან. კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმიც „უბორკილო ჯანგო“ ამერიკის სამხრეთში მონებზე განხორციელებულ ძალადობას ზედმიწევნით უტრირებულად გადმოსცემს.
კონექტიკუტში დატრიალებული ტრაგედიის და მასთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჰოლივუდის წარმოებაში მომავალშიც ამმხრივ დიდად არაფერი შეიცვლება.
„კონექტიკუტის ფაქტზე საუბარი გაგრძელდება, მაგრამ კინოინდუსტრიაში არა მგონია რაიმე შეიცვალოს. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა“ - აღნიშნავს გამოცემა „ვერაიეთის“ რედაქტორი ტიმ გრეი.
როგორც ჩანს, არც თინეიჯერები და არც ჰოლივუდის პროდიუსერები ფილმებში ასახულ ძალადობაზე უარის თქმას ჯერჯერობით არ აპირებენ.