იარაღის ეროვნული ასოციაცია საკუთარი არსებობის 141 წლის მანძილზე ამერიკაში იარაღის საკუთრებაში ქონის რეკლამირებას ეწევა. ორგანიზაციას 4 მილიონი წევრი ჰყავს, რომელიც მას ყოველწლიურად საწევრო გადასახადს უხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასოციაცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას ფლობს. გარდა ამისა, ის ამერიკის კონსტიტუციის მეორე დამატების ყველაზე აქტიური მომხრეა. დამატება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს იარაღის საკუთრებაში ქონის უფლებას ანიჭებს.
ქეითი კაილი ფონდი „სანლაითის“ მმართველი რედაქტორია. ორგანიზაცია წლების მანძილზე ადევნებს თვალყურს იმას, თუ რა სახის პოლიტიკურ ქველმოქმედებას ეწევა ასოციაცია:
„იარაღის ეროვნული ასოციაცია ძლიერი მოთამაშეა. ეს სიძლიერე არა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ მათ მილიონობით წევრი ჰყავთ, არამედ იმაშიც, რომ ისინი შემოწირულობებს აგროვებენ და შემდეგ ამ თანხას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საკმაოდ ჭკვიანურად იყენებენ.“
სატელევიზიო რეკლამებითა და საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობით იარაღის ასოციაცია ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს კონგრესში ლობირებაზე. ორგანიზაციამ წარმატებით გაართვა თავი ოპოზიციას, რომელიც ცდილობდა საიეროშო შაშხანებზე 2004 წლამდე არსებული აკრძალვა განეახლებინა. ამ შაშხანების გაყიდვის აკრძალვის კანონს ვადა 2004 წელს გაუვიდა.
ასოციაცია გულისხმიერად ეხმარება კანდიდატებს, რომლებიც მის პოზიციებს იცავენ და დაუნდობელ წინააღმდეგობას უწევს მათ, ვინც იარაღის ეროვნული ასოციაციის პოლიტიკის წინააღმდეგია. ვეინ ლაპიერი ასოციაციის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტია:
„იარაღის მფლობელები ამომრჩევლები არიან და არჩევნების წელს კონსტიტუციის მეორე დამატების წინააღმდეგ სიტყვით გამოსვლა პოლიტიკოსის მიერ მიღებული ცუდი გადაწყვეტილებაა.“
კაილი ამბობს, რომ ასოციაცია პოლიტიკოსებს ქულებსაც უწერს იმის მიხედვით, თუ როგორი პოზიცია აქვთ მათ იარაღის ქონასთან დაკავშირებით. ამის გამო, პოლიტიკოსებს იარაღის ასოციაციის, ცოტა არ იყოს, ეშინიათ:
„პოლიტიკოსებს მათი იმის გამო ეშინიათ, რომ ასოციაციას უამრავი ამომრჩევლის მობილიზება და საარჩევნო კამპანიის წარმოება შეუძლია კანდიდატის მხარდასაჭერად ან მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.“
დეკემბერში კონექტიკუტის შტატის დაწყებით სკოლაში საიერიშო შაშხანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 20 ბავშვი და სკოლის 6 თანამშრომელი მოკლა. ამ ტრაგედიამ იარაღის აკრძალვის თემა კვლავ განაახლა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ინციდენტის შედეგად იარაღის ეროვნული ასოციაცია თავდასხმის ობიექტი გახდა.
ახლა, ასოციაციის მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ ორგანიზაციას ითანამშრომლოს კონგრესთან და იარაღის კონტროლისთვის გონივრული კანონების მიღებაში მონაწილეობა მიიღოს. კენტუკის შტატის კონგრესმენი ჯონ იარმუთი ამბობს:
„ჩემი აზრით, იარაღის ეროვნული ასოციაცია და სხვა მსგავსი ჯგუფები არ ცდებიან ამ საკითხზე. მე არ ვთვლი, რომ მათ არასწორი მიდგომა აქვთ, თუმცა დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა ასოციაციის წარმომადგენლებს ხმამაღლა უღიარებიათ ის, რომ ქვეყანაში იარაღთან დაკავშირებული ძალადობა არსებობს. ისინი არასდროს დამსხდარან კანონის შესაცვლელად მოლაპარაკების მაგიდასთან.“
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ იარაღით გამოწვეული მსხვერპლის მატებასთან ერთად ამერიკულ საზოგადოებაში იარაღის თავისუფალი გაყიდვის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იზრდება. ამან კი იარაღის ეროვნული ასოციაცია უნდა აიძულოს პოლიტიკა შეცვალოს და კონგრესის წევრებთან თანამშრომლობა დაიწყოს იმაზე, თუ როგორ გამკაცრდეს იარაღით ვაჭრობა ამერიკაში რათა მასობრივი მკვლელობების შემთხვევები შემცირდეს და სამხედრო დანიშნულების საიერიშო შაშხანები, მათი მჭიდები და ვაზნები ხმარებიდან იქნას ამოღებული.