პარასკევს, 14 დეკემბერს, საზარელი ტრაგედია დატრიალდა კონექტიკუტის ქალაქ ნიუტაუნში, სადაც დაწყებით სკოლაში შეიარაღებულმა პირმა განხორციელებული სროლის შედეგად 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და სკოლის თანამშრომლები. ძალოვანი უწყებების ადგილობრივი წარმომადგენლები ინციდენტის შედეგად დაღუპულთა შესახებ სრულ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. მათი თქმით, ახლა პრიორიტეტს წარმოადგენს მსხვერპლის ოჯახებისთვის ინფორმაციის გაზიარება.
კონექტიკუტის შტატის ხელისუფლება შეშფოთებულია მომხდარი ტრაგედიით.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შტატის ადმინისრაციას დაურეკა და მწუხარება გამოთქვა. პრეზიდენტმა შტატის ხელისუფლებას ფედერალური დახმარების მობილიზება აღუთქვა.
ამასთან, პრეზიდენტი უკვე ესაუბრა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობას და მისთვის რეგულარულად ხდება ინფორმაციის მიწოდება მომხდარის შესახებ.
თეთრ სახლში გაკეთებული საგანგებო განცხადებისას, პრეზიდენტი იძულებული იყო რამდენიმეჯერ შეჩერებულიყო, და ცრემლები შეემშრალებინა როცა ამ საშინელი ინციდენტის შესახებ საუბრობდა.
ბოროტმოქმედი 24 წლის რაიან ლანზა იყო, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს.