ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰეზბოლას" თქმით,  ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა


"ჰეზბოლამ" ორშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ მეტულასთან, ისრაელის სამხედრო პოზიციებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობებით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჯერ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაშავებულებთა ან დაღუპულთა რაოდენობა. მაგრამ, აღნიშნეს, რომ დრონები ლიბანიდან მეტულას რაიონში იქნა გასროლილი. ისრაელის მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა "ჰეზბოლამ" ასევე განაცხადა, რომ მან ათობით რაკეტა გაუშვა სამხედრო ობიექტებზე, ისრაელის საზღვართან.

ისრაელი და "ჰეზბოლა" ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ღაზაში ისრაელის ომის პარალელურად, თითქმის ყოველდღიურ სასაზღვრო დარტყმებს ახორციელებენ. "ჰეზბოლა" მხარს უჭერს "ჰამასს" და სურს, რომ ისრაელზე ზეწოლა გაზარდოს, რათა მან ღაზის სექტორიში სამხედრო მოქმედებები დაასრულოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG