ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულ კოლეჯებში პალესტინელთა მხარდამჭერი პროტესტი გრძელდება


ნიუ-იორკში, ბრუკლინში ისრაელის საწინააღმდეგო სპაროტესტო გამოსვლა გაიმართა, სასწავლებელებში კი პალეტისნელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები გრძელდება. დემონსტრანტები, ღაზის სექტორში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ითხოვენ.

მზარდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ბოლო დღეებში, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ზოგიერთ უნივერსიტეტში დემონსტრანტთა მასობრივ დაკავებას.

სამშაბათს, ბრუკლინში გამართულ დემონსტრაციაზე, პოლიციამ ასევე დააკავა პროტესტის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების განცხადებით, წესრიგს არღვევდნენ.

„ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭომ“, საპოლიციო ძალის გამოყენება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამგვარი ქცევა ძირს უთხრის აკადემიურ თავისუფლებას.

სტუდენტთა საპროტესტო აქციების კრიტიკოსებმა, მათ შორის შეერთებული შტატების კონგრესის მოწინავე რესპუბლიკელმა წევრებმა, განცხადებები გააკეთეს, დემონსტრანტთა ნაწილის მიერ შევიწროებასა და ანტისმიტურ გამოვლინებებზე. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მსგავს საპროტესტო გამოსვლებზე მონაწილეების დაკავება, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებებს აჩენს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩებზე, პალესტინელთა და ისრაელის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ, რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა, პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდეს, მეტი გააკეთოს ებრაელი სტუდენტების დასაცავად.

პროტესტის მონაწილე დემონსტრანტები, უნივერსიტეტებს, მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

სხვა რამდენიმე უნივერსიტეტის მსგავსად, სტუდენტებმა კარვები გაშალეს კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტშიც. მიმომხილველები, ხშირად, მათ პროსტესტს 1960-იან წლებში, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ არსებულ საპროტესტო ტალღას ადარებენ.

მანამდე, ორშაბათს, ნიუ-იორკის პოლიციამ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის 120 სუტიდენტი დააკვა, გასულ კვირას კი 100-ზე მეტი დემონსტრანტი, რომლებსაც პროტესტის ნიშნად, კარვები კოლუმბიის უნივერსიტეტის ეზოში ჰქონდათ გაშლილი.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ის, რასაც ისრაელი ახლა ღაზის სექტორში აკეთებს, თავდაცვა არ არის.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გასული წლის ოქტომბერში, მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გამოუცხადა. 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას, რომელიც შეერთებული შტატებისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, 1200 ადამიანი ემსხვერპლა, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები. ამასთან, 200-მეტი ადამიანი მძევლად წაიყვანა. „ჰამასის“ წინააღმდეგ ისააელის მიერ გამოცხადებული ომის შედეგად, ღაზის სექტორში 34 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

პაკლესტინელთა დაახლოებით 2000-მდე მხარდამჭერმა, ბრუკლინში, სენატის უმრეავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის სახლთან მდებარე პლაზა დაიკავეს, მოწოდებებით - „შეწყვიტე ისრაელის შეიარაღება“, „შეწყვიტე გენოცდიდის დაფინანსება“, „მიეცი ღაზას სიცოცხლის საშუალება“.

XS
SM
MD
LG