როგორც „ამერიკის ხმის" კორესპონდენტი, სკოტ ბობი იერუსალიმიდან გვატყობინებს, ეგვიპტის პრემიერ მინისტრი, ჰეშიმ კანდილი ჰამასის ლიდერებს ღაზას სექტორში შეხვდა. ისრაელის სპეც. ოპერაციის დაწყებიდან მესამე დღეს,ეგვიპტელმა ლიდერმა ამ ვიზიტით სოლიდარობა პალესტინურ მხარეს დაუდასტურა.
ღაზაში ყოფნისას, კანდილმა დაადასტურა,რომ ეგვიპტის მთავრობა კონფლიქტის დასრულების მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე მუშაობს.
ეგვიპტის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში რევოლუციის შედეგად მოსული ძალები ყველაფერს გააკეთებენ ღაზაში მიმდინარე აგრესიის შესაკავებლად და მდგრადი ზავის მისაღწევად. კანდილმა დასძინა, რომ მიმდინარე დაპირისპირების დარეგულირება მსოფლიოს პასუხისმგებლობაა.
ამ ფონზე, ისრაელის სამხედროებმა ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტის პრემიერ მინისტრის ვიზიტის დროს გამოაცხადეს. ამის შემდეგ, თელავივმა ისევ განაახლა პალესტინელი მეამბოხეების სამალავების დაბომბვა ღაზაში.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხშაბათს გამოაცხადეს, რომ ღაზაში 450-მდე ტერორისტული ობიექტი დაბომბეს, მაშინ როცა ღაზადან ისრაელში 330 რაკეტის გასროლა მოხდა.
ღაზასთანვე საზღვარზე, ისრაელმა ტანკები განალაგა და სახმელეთო ჯარების 30,000-მდე რეზერვისტს მოუხდინა მობილიზება. ანალიტიკოსების განცხადებით, არსებული სიტუაცია სახმელეთო ძალების შეჭრის წინაპირობაა ღაზაში თუ კონფლიქტი გაგრძელდება.
პალესტინელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ თელავივს მეორე დღეა რაკეტებს უმიზნებენ. ისრაელის მხარე ინფორმაციას არ ავრცელებს დაღუპულებისა და ზიანის შესახებ.
თელავივი, რომელიც ღაზადან 70 კილომეტრში მდებარეობს, ბოლო დრომდე ღაზაში არსებული პრობლემების არეალში არ ხვდებოდა.
დღეს, სწორედ ღაზას სექტორს გარეთ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ათასობით პალეტინელი ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებითა და შეძახილებით გამოვიდა. დემონსრტანტები აღმოსავლეთ იერუსალიმის მისასვლელთანაც შეიკრიბნენ. მსვლელობა პოლიციის კონტიგენტმა დაშალა.