ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეილი ამბობს, რომ ხმას ტრამპს მისცემს


რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ყოფილ კონკურენტს დონალდ ტრამპს მისცემს. განცხადება ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ „ჰადსონის ინსტიტუტში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრამპმა უნდა იმუშაოს ამომრჩევლების იმ სეგმენტზე, რომელიც ამ ეტაპზე მას ხმას არ აძლევს. ამ ადამიანებში ჰეილი მის ამომრჩევლებსაც გულისხმობს.

„ტრამპი იქნება ჭკვიანი, თუ ის შეძლებს ხმა მიაწვდინოს იმ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს მე და აგრძელებენ ჩემს მხარდაჭერას და არ იფიქრებს, რომ ისნი უბრალოდ მას დაუჭერენ მხარს. მე მართლა დიდი სურვილი მაქვს მან ეს გააკეთოს“,- ამბობს ჰეილი.

რესპუბლიკელი ნიკი ჰეილიმ მსგავსი შინაარსის განცხადება მაშინ გააკეთა, როცა ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მაშინ ჰეილის არ დაუკონკრეტებია ვის მისცემდა ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ის არ მოუწოდებდა საკუთარ ამომრჩეველს ხმა მიეცათ რომელიმე კანდიდატისთვის. ჰეილი მაშინ ამბობდა, რომ როგორც დონალდ ტრამპს ასევე ჯო ბაიდენს მისი ამომრჩევლის გულის მოგებაზე უნდა ემუშავათ.

რესპუბლიკური საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში დონალდ ტრამპსა და ნიკი ჰეილის შორის საჯარო განცხადებები მწვავე იყო, ორივე კანდიდატი მაშინ ერთმანეთს მწარედ აკრიტიკებდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG