ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეიგელის სამხრეთ კორეული ვიზიტი


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფება

ჩაკ ჰეიგელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონას ესტუმრა. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს სამხრეთ კორეელი კოლეგა ახლდა თან.

ჰეიგელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დემილიტარიზებული ზონა კორეის ნახევარკუნძულზე მდებარე კრიტიკულ რეგიონში ორი ქვეყნის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც „ორმხრივი სიფხიზლის შედეგად, სამხრეთ კორეელებისთვის მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“.

თავდაცვის მდივანი მოგვიანებით სეულში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკება ქვეყნის პრეზიდენტ პარკ გუინ-ჰესთან გამართა. სამხრეთ კორეაში ამერიკის 28 ათასიანი საჯარისო შენაერთი იმყოფება. ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, სამხრეთ კორეამ საკუთარ უსაფრთხოებაზე სრული კონტროლი 2015 წლიდან უნდა გადაიბაროს.
XS
SM
MD
LG