ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ცეცხლსასროლი იარაღის კანონის შესახებ


სამშაბათს ნიუთაუნში რამდენიმე დაღუპულის დაკრძალვის ცერემონიალი შედგა

თეთრ სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა აქტიურად უჭერს მხარს შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის ამკრძალავი კანონის აღდგენას. ეს თემა განხილვის საგნად გასულ კვირას კონექტიკუტში სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გახდა.

სამშაბათს თეთრი სახლის სპიკერმა ჯეი კარნიმ ნიუთაუნის ტრაგედიის შესახებ ისაუბრა, რომლის დროსაც 20 წლის შეიარაღებული თავდამსხმელი სკოლაშჲ შეიჭრა და 20 ბავშვი და 6 პედაგოგი მოკლა.

სამშაბათს ნიუთაუნში რამდენიმე დაღუპულის დაკრძალვის ცერემონიალი შედგა. კვირის განმავლობაშჲ დანარჩენ დაღუპულებს დაკრძალავენ.

ვაშჲნგტონის ცეცხლსასროლი იარაღის ეროვნულმა ასოციაციამ , რომელიც შეერთებულ შტატებში იარაღის ტარების უფლების დამცავ ერთერთ წამყვან ორგანიზაციად ითვლება, დაარღვია დუმილი და სპეციალური განცხადება გააკეთა. ორგანიზაციამ წუხილი გამოხატა ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

XS
SM
MD
LG