ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გულენი ანკარის მიერ გაცემულ დაკავების სანქციას გმობს


ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებული თურქი სასულიერი ლიდერი ფეტულა გულენი გმობს თურქეთში მისი დაკავების სანქციას, რომელიც მას ივლისში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელმძღვანელობას აბრალებს.

გულენმა გუშინ განაცხადა, რომ თურქული სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ არის, და შესაბამისად სასამართლოს ეს სანქცია პრეზიდენტ ერდოღანის ავტორიტარიანიზმისკენ სვლის და დემოკრატიული მმართველობიდან გადახვევის კარგი მაგალითია. მან დასძინა, რომ თურქული სასამართლოს დაკავების ორდერი მის ხედვებს არ ცვლის.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მთავრობამ გულენი, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის ყოფილი მოკავშირეა, განაცხადა, რომ სწორედ ის ედგა სათავეში ამბოსხ და შეერთებული შტატებისგან მისი ანკარისთვის ექსტრადიცია მოითხოვა.

თავად გულენმა უარყო ყოველგვარი კავშირი მომხდართან და დაგმო იგი.

XS
SM
MD
LG