ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი გადადგა


საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი ევანგელოს ვენიზელოსი თანამდებობიდან გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ერთი დღით ადრე სოციალისტური პარტიის ლიდერის თანამდებობაზე მისი არჩევა. ვენიზელოსი საარჩევნო კამპანიას ჩაუდგება სათავეში. გადადგომის შესახებ განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც საბერძნეთის პრეზიდენტს, კაროლოს პაპულიას შეხვდა. სიციალისტური პარტიის ლიდერის პოსტზე ვენიზელოსმა ყოფილი პრემიერ მინისტრი, გეორგიუ პაპანდრეუ შეცვალა. საყოველთაო ვადამდელი არჩევნები საბერძნეთის მთავრობამ აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დაგეგმა. ახალი მთავრობა ლუკას პაპადემოსის დროებით კოალიციურ მთავრობას ჩაანაცვლებს.
XS
SM
MD
LG