ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაფიცვები საბერძნეთში


პროტესტის გამო მეტრო და რკინიგზა პარალიზებულია

საბერძნეთში სატრანზიტო სისტემის მუშაკები გაიფიცნენ. პროფკავშირების განცხადებით, ეს საპროტესტო დემონსტრაციების ახალი ტალღის მომასწავებელია. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ ბიუჯეტის შეკვეცის წინააღმდეგ გამოდიან.
გაფიცვის გამო ათენის მეტროს და რკინიგზის სისტემები პარალიზებულია. ინჟინრები და მემანქანეები შრომის კოდექსის რეფორმას იწუნებენ. ამ ფონზე კი უცხოელი კრედიტორები ეკონიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის მასტიმულირებელი პაკეტის მეორე ნაწილის გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ ათენი მკაცრ საბიუჯეტო ნაბიჯებს გადადგმს.
საბერძნეთის მთავრობა 17 მილიარდის ოდენობის შეკვეცების განხორციელებას გეგმავს, სადაც სავარაუდოდ მოექცევა სამთავრობო ხარჯები, სოციალური შეღავათები და პენსიები.

XS
SM
MD
LG