ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაცია საბერძნეთში


საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ხელნაკეთი ბომბები ესროლეს

ათენში მომიტინგეების დასაშლელად საბერძნეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მათ ხელნაკეთი ბომბები ესროლეს.

აქციის მონაწილეები მთავრობის მკაცრ საბიუჯეტო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ.

დღეს, საბერძნეთის ათასობით მაცხოვრებელი სამსახურში არ გამოცხადდა, რასაც სასკოლო დღის, საჰაერო რეისების გაუქმება და მომსახურების სხვა სფეროების პარალიზება მოჰყვა.

საერთაშორისო დახმარების მორიგი ტრანშის მისაღებად, საბერძნეთი ვალდებულია მომავალი ორი წლის განმავლობაში 15 მილიარდი დოლარით შეამციროს სახელმწიფო დაფინანსება. ამ თანხიდან დიდი უმრავლესობა ხელფასების, პენსიებისა და სოციალური დახმარების პროგრამების შეკვეცას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG