მიუხედავად ფინანსური კრიზისისა და ღრმა რეცესიისა, საბერძნეთი აცხადებს, რომ ქვეყანაში „ფორმულა ერთის" ავტორბოლის ტრასის აშენებას გეგმავს.
ათენი აცხადებს, რომ პროექტზე 37 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ოფიციალური პირების ცნობით, ავტორბოლის საბერძნეთში გამართვა ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიას გაააქტიურებს და სამსახურების შექმნას შეუწყობს ხელს.
ხელისუფლება რბოლის ტრასის აშენებას პელოპონესის ნახევარკუნძულზე გეგმავს, თუმცა უკვე წლების მანძილზე გარემოს დამცველი აქტივისტები და ნახევარკუნძულის მოსახლეობა სამშენებლო პროექტის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგია.