2021 წლისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა, სამხედრო მოსამსახურეთა შტატი, არაუმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება. მთავრობის შესაბამისი განკარგულება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.
განკარგულების მიღდევით, აღნიშნული რაოდენობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება - საომარი მოქმედებები დროს, თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომიტეტმა განკარგულებას მხარი „ერთხმად დაუჭირა“.
თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ, პარლამენტის დადგენილების პროექტი, პლენარულ სხდომას წარედგინება.
საქართველოს თავდაცვის ძალები არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აუცილებელ და პროპორციულ სამხედრო და სხვა სახის ღონისძიებებს ახორციელებს. თავდაცვის ძალები აერთიანებს სახმელეთო და საჰაერო ძალებს, ასევე ეროვნულ გვარდიას და სპეციალური ოპერაციების ძალებს.
Facebook Forum