ევროკავშირის სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ "გუგლი" არ არის ვალდებული, ლინკები მოუხსნას პირადი ინფორმაციის შემცველ მასალებს. ამ პროცესმა განაახლა მსჯელობა ბალანსის დაცვის აუცილებლობის საკითხზე, რომელიც პირადი ინფორმაციის დაცვის საქმეს და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას შორის არსებობს.
ევროპის კავშირი 2012 წლიდან აცხადებდა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, მათზე ინფორმაცია წაიშალოს და მუდმივად ინტერნეტში არ იყოს განთავსებული. 2016 წელს საფრანგეთში დაფუძნებულმა პირადი ინფორმაციის დაცვის კომპანიამ CNIL ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ "გუგლს" 110, 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რადგან მათ არ სურდათ, რომ სენსიტიური ინფორმაცია საძიებო კომპანიის ვებგვერდზე გამოჩენილიყო.
კანონი სახელწოდებით "დავიწყების უფლება" ევროპის კავშირის ფარგლებში მოქმედებს. თუმცა, ევროპის მოსამართლეების გადაწყვეტილებით, არ არის სავალდებულო, რომ ის ევროკავშირის საზღვრებს გარეთაც, არაევროპულ საიტებზეც ვრცელდებოდეს.
Facebook Forum