გიგანტი კომპანიების ერთგვარი გამოწვევა და შეჯიბრი გრძელდება. პანდემიის პირობებში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დღის განმავლობაში სხვადასხვა აპლიკაციებს იყენებენ სამუშაო შეხვედრებისთვის, ოჯახის წევრებთან კონტაქტისთვის და ე.წ. ონლაინ ფართისთვის.
კომპანია "გუგლი" უკვე წლებია გარკვეულ სერვისებს ბიზნესებს უფასოდ სთავაზობდა, მათ შორის - "ჯიმეილს" "გუგლის" დოკუმენტებს, ვიდეო ზარებს. თუმცა, ახლა "გუგლი" აკეთებს განაცხადს, რომ ის ქმნის ახალ უფასო პლატფორმას, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ უფასოდ მოაწყონ შეხვედრები. რეგისტრაცია მარტივია: https://landing.google.com/googlemeet/. ბიზნესის ხელმძღვანელებს ონლაინ პლატფორმაზე შეუძლიათ 300-ზე მეტი ადამიანი მიიწვიონ და შეხვედრები მოაწყონ.
„კოვიდ-19-მა გავლენა მოახდინა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა რამე ახალი, პირველ რიგში კომპანიებისთვის და შემდეგ ყველასთვის“ - ამბობს სმიტა ჰაშიმი, "გუგლის" პროდუქტების მენეჯერი.
ახალი პლატფორმა უსაფრთხოა - ამბობენ კომპანიაში და აცხადებენ, რომ შემუშავებული უსაფრთხოების წესები თქვენს პირად ინფორმაციას დაიცავს. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამისათვის ბევრი იმუშავეს.
"გუგლის" პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლა და შეხვედრების გამართვა ყველას შეუძლია, თუმცა პრიორიტეტი ენიჭებათ ბიზნესის წარმომადგენლებს და სკოლებს. მათ ექნებათ ექსკლუზიური წვდომა ფუნქციებზე. კერძოდ, მათ შეეძლებათ მაგალითად, ჩაწერონ ვიდეოზარი.
Facebook Forum