ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განა პრეზიდენტს გამოეთხოვა


პრეზიდენტი ჯონ ატა მალსი განას პრეზიდენტად 2008 წელს აირჩიეს

ათასობით განის მოქალაქემ ქვეყნის პრეზიდენტი ჯონ ატა მილსი უკანასკნელ გზაზე გააცილა., რომელიც 24 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა.

განელებს გლოვის ნიშნად წითელი და შავი ფერის ტანსაცმელი ეცვათ. დაკრძალვის ცერემონიალს აფრიკის ლიდებეთან ერთად აშშ-ის სახლემწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც დაესწრო. ცერემონიალის პირდაპირ ტრანსლიაციას გადასცემდა განის ტელევიზიაც.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია 68 წლის პრეზიდენტის გარდაცვალება. მილსის სიკვდილის შემდეგ ვიცე პრეზიდენტმა ჯონ დრამანი მაჰამამ პრეზიდენტის უფლებამოსილება გადაიბარა.

პრეზიდენტი ჯონ ატა მალსი განელებმა პრეზიდენტად 2008 წელს აირჩიეს. მილსი აპირებდა დეკემბრის არჩევნებში ხელახლა ეყარა კენჭი.

XS
SM
MD
LG