ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელმა გუტერეშსს თანამდებობაზე უარი უთხრა


გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მემუარების წერას აგრძელებს და გაეროს გენერალური მდივნის შეთავაზებაზე უარს ამბობს. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მერკელის ოფისმა გაავრცელა.

მედიისთვის არსებული ინფორმაციით, მერკელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, ტელეფონით ესაუბრა, მას მადლობა გადაუხადა სამსახურის შეთავაზებისთვის, თუმცა თანამდებობაზე უარი განაცხადა. მერკელის ოფისი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

გერმანული მედიის ცნობით, გასულ კვირას ანტონიო გუტერეშმა ანგელა მერკელს გაეროს მაღალი დონის საკონსულტაციო ორგანოს თავმჯდომარეობა შესთავაზა. გაეროს ეს ორგანო ვააქცინების, კოსმოსური ნარჩენებისა და ოზონის შრის საკითხებზე მუშაობს.

67 წლის ანგელა მერკელმა 16 წლიანი მმართველობა გასულ თვეს დაასრულა. თანამდებოაზე გამოცდილი გერმანელი ქალი, მმართველი სოციალ დემოკრატიული პარტიის წევრმა ოლაფ შოლცმა შეცვალა.

"შპიგელის" ცნობით, ამ დროისთვის ანგელა მერკელი თავის თანაშემწეებთან ერთად პოლიტიკურ მემუარებზე მუშაობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG