პოლონეთმა ბელარუსის საზღვრზე მცველთა რაოდენობა 10 ათასამდე გაზარდა. ეს ზომები ქვეყანამ მეზობელი სახელმწიფოდან არალეგალი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად მიიღო. ევროკავშირი მინსკს სანქციებზე შურისძიების მიზნით მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამჯერად საზღვრის მცველთა რაოდენობა 2 500-ით იზრდება. მანამდე რამდენიმე საათით ადრე მსგავსი განცხადება გააკეთა გერმანიის თავდაცვის სამინისტრომაც. გერმანია პოლონეთის დასახმარებლად ასობით დამატებით საპოლიციო ძალას აგზავნის, რათა ბელარუსიდან მომავალ მიგრანტთა ნაკადს გაუმკლავდეს. ვარშავამ საზღვართან დაკავშირებული მდგომარეობის გამო საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ 800 პოლიციელი სასაზღვრო რეგიონში უკვე გააგზავნეს და თუ საჭირო გახდება, მეტსაც გაგზავნიან.
Facebook Forum