საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სესია გასხნა. მიხეილ სააკაშვილმა ქართული დემოკრატიის მშენებლობის საქმეში ხელისუფლების კონსტიტუციური გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან პირველივე სესიაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენა, რომელიც პირდაპირი წესით არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს და ის ყველა ქალაქის მერზე, ასევე გამგებლებზე და გუბერნატორებზეც გავრცელდება.
პრეზიდენტის შემდეგ სიტყვა გადაეცა სხდომაზე დამსწრეთა შორის უხუცეს წევრს, ივანე კიღურაძეს. ცესკოს თავმჯდომარემ არჩეულ დეპუტატებს არჩევნების ოფიციალური შედეგები გააცნო. სხდომას მოწვეული სტუმრები, მათ შორის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, დიპლომატიური კორპუსი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის გაკეთებულ კომენტარში მომავალმა პრემიერმა პარლამენტში უმრავლესობას და უმცირესობას შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ისევ „ჩვენ მოვახერხეთ და ჩვენმა გუნდმა, რომ მათ სახე შევუნარჩუნეთ,“ - განაცხადა ოპონენტების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა. თავდაცვის მომავალი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თქმით, „დღეს იწყება ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში“, დღეიდან მკვიდრდება პოლიტიკური ბალანსი და მრავალფეროვნება. მჯერა, რომ ჩვენ ურთიერთთანამშრომლობას შევძლებთ - აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით უსუფაშვილი. პირველ ვიცე-სპიკერად - მანანა კობახიძე, ვიცე-სპიკერებად: ზვიად ძიძიგური, ზურაბ აბაშიძე, მურმან დუმბაძე და გიორგი ბარამიძე. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა 15 კომიტეტის თავმჯდომარე. მთავრობის ახალი შემადგენლობის კენჭისყრა ხუთშაბათს, 25 ნოემბერს 12 საათზე დანიშნულ პლენარულ სხდომაზე მოხდება.