„ნატო"-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტერალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს ვიზიტით ეწვია.
მისი შეხვედრების გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. პირველი ვიზიტი მან ამჟამინდელ უშიშროების საბჭოს მდივანთან, გიგა ბოკერიასთან განახორციელა, სადაც დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს. შემდეგი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, მან საგანგებო ბრიფინგში მიიღო მონაწილეობა.
აპატურაი დღეს განხორციელებულ ყველა შეხვედრაში ორ ძირითად საკითხზე აკეთებს აქცენტს: ესაა მისი, როგორც „ნატო"-ს წარმომადგენლის შეხედულებები და განწყობები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ და, რასაკვირველია, საქართველოს მონაწილეობის საკითხი საერთაშორისო სამხედრო მისიებში.
ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო ერთგული დარჩება დასავლური კურსისა და იმ პასუხისმგებლობის მიმართ, რაც აღებული აქვს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა ქვეყანაში. მისივე თქმით, საქართველო ერთგულია იმ პრინციპის მიმართ, რაც გულისხმობს „ერთად შესვლასა და ერთად გასვლას“ ავღანეთის ოპერაციიდან.
ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ ახსენა ბუქარესტის სამიტის ისტორიული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს „ნატო"-ში ადგილს. მისივე თქმით, „ISAF"-ის მისიის დასრულების შემდეგ, 2014 წელს დაიწყება მზადებისა და ტრენინგების ეტაპი, რომლის მონაწილეც შესაძლოა გახდეს საქართველო. „ჩვენ არ გვინდა რაიმე საქართველოს ჩაურთველად დავგეგმოთ,“ - განაცხადა აპატურაიმ. იგი საუბრისას არჩევნებსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ გამოცდა საქართველომ წარმატებით ჩააბარა და რომ მიესალმება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის ინიციატივას.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან „ნატო"-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრობის კანტიდატთან, ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად გაემგზავრა. საუბრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ერთგული რჩება დასავლური კურსისა და არ შეწყვეტს „ISAF"-ის მისიაში მონაწილეობას.
აპატურაის ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ „ამერიკის ხმას" კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იგრძნობა. „აპატურაის ინტერესებდა ახალი ხელისუფლების მომავალი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე დასტური, რომ საქართველოს გეზი და მიმართულება ნატოსკენ არა თუ უცვლელია, უფრო მეტიც, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებელობის გზით საქართველო შეეცდება დააჩქაროს ნატოში გაწევრიანება მომავალში,“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
დეკემბერში „ნატო"-ს მინისტერიალია დაგეგმილი. დღევანდელ შეხვედრაზე აპატურაიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის „ნატო"-საქართველოს შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის.