სამხრეთ საქართველოში, ორფოლოს პოლიგონზე დღეს „მებრძოლი სული 2017“ (Agile Spirit) დასრულდა. ბოლო რვა დღის მანძილზე, სამცხე-ჯავახეთში შვიდი ქვეყნის 1300-ზე მეტი ჯარისკაცი, შეტევითი და თავდაცვითი ხასიათის სამხედრო ოპერაციას ხვეწდა.
სწავლების დახურვის დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითებისა და არმიის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთს ჯარისკაცებმა მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკის გამოყენებით ივარჯიშეს. მათ არტილერია უჭერდა მხარს. სპეციალური ოპერაციების ძალების ქართველმა და ბულგარელმა სამხედროებმა კი რეიდი მოაწყვეს.
სასწავლო ოპერაციებში გამოყენებული იყო ამერიკული M1A1 Abrams-ის და ქართული T-72 ტიპის ტანკები, მსუბუქად შეჯავშნული ამერიკული ჯავშანტრასპორტიორი LAV, ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“. ასევე უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-26, საიდანაც უკრაინელი საზღვაო ქვეითების დესანტირება განხორციელდა.
ორფოლოში ასევე ნახავდით Iroquois UHIH ტიპის შვეულმფრენებს, შეჯავშნულ HMMWV-ს, 152 მმ-იან თვითმავალ საარტილერიო დანადგარ DANA-ს, ბრიტანული წარმოების M777 ტიპის 155 მმ-იან ჰაუბიცებს, ამერიკულ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსს BGM-71 TOW-ს და 50 კალიბრიან ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა - CROW-ს.
პირველად, საველე მომზადების გარდა, „მებრძოლი სული 2017“ პარალერულ რეჟიმში, სამეთაურო-საშტაბო სწავლებასაც მოიცავდა. ამ წვრთნაში რომელიც აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა, 7 ქვეყნის 185 ოფიცერი იყო ჩაბმული. აშშ-ს არმიის ევროპისა და აფრიკის ძალების სერჟანტი მაიკლ ბოიდი ამბობს:
ვხვეწთ იმ უნარებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ქვეყნებს კოორდინირებული მოქმედების საშუალებას მისცემს. ჩემი აზრით, უდიდესი გამოცდილებაა, როცა სხვადასხვა სახელმწიფოების სამხედრო ცოდნას და გამოცდილებას ეცნობი“მაიკლ ბოიდი, აშშ-ს არმიის ევროპისა და აფრიკის ძალების სერჟანტი
„მებრძოლი სულის სწავლებაში მონაწილეობით ვეხმარებით საქართველოს და სხვა პარტნიორ ქვეყნებს სამხედრო წვრთნა უფრო ეფექტური იყოს. ვხვეწთ იმ უნარებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ქვეყნებს კოორდინირებული მოქმედების საშუალებას მისცემს. ჩემი აზრით, უდიდესი გამოცდილებაა, როცა სხვადასხვა სახელმწიფოების სამხედრო ცოდნას და გამოცდილებას ეცნობი.“
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, 2009 წლის 22 ივნისს, ვაშინგტონში გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიით არის განსაზღვრული.
ქარტიის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დააკმაყოფილოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ლეგიტიმური საჭიროებები, მათ შორის ჯეროვანი, NATO-თან თავსებადი სამხედრო ძალების განვითარების გზით.“
სამცხე-ჯავახეთში სამხედრო წვრთნები „მებრძოლი სული 2017“-ის პარალელურად, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა შედგა.
ამერიკულ მხარეს პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კევინ ოკიფი და რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი წარმოადგენდნენ.
ქართულ მხარეს კი უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, რომელიც კერძოდ ამბობს:
2017 წლის საველე წვრთნაში 800 ქართველი, 520 ამერიკელი (მათ შორის 2/2-ის სახელით ცნობილი 2d Battalion, 2d Marines) 77 უკრაინელი, 65 ბულგარელი და 45 რუმინელი მებრძოლი იყო ჩართული. სამეთაური-საშტაბო სწავლებაში კი ამ ქვეყნების გარდა, ლატვია და აზერბაიჯანიც მონაწილეობდა"
„ამერიკულ მხარესთან ვისაუბრეთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რომელიც დღეს როგორც საქართველოს წინაშე, ისე გლობალური მასშტაბით დგას. აშშ-ს მხრიდან კვლავ ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში და ძალიან დადებითად შეფასდა საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების საქმეში.“
სამხედრო სწავლება „მებრძოლი სული“ (Agile Spirit), რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება, პირველი ოთხი წლის მანძილზე, ქართულ-ამერიკული იყო. 2015 წლიდან კი მრავალეროვნული გახდა და ქვეყნის აღმოსავლეთიდან - ვაზიანის ბაზიდან, სამხრეთ საქართველოში - ორფოლოს პოლიგონზე გადმოინაცვლა.
2017 წლის საველე წვრთნაში 800 ქართველი, 520 ამერიკელი (მათ შორის 2/2-ის სახელით ცნობილი 2d Battalion, 2d Marines) 77 უკრაინელი, 65 ბულგარელი და 45 რუმინელი მებრძოლი იყო ჩართული. სამეთაური-საშტაბო სწავლებაში კი ამ ქვეყნების გარდა, ლატვია და აზერბაიჯანიც მონაწილეობდა.
მრავალეროვნული სწავლების ოფიციალური დახურვის ცერემონიალზე, შვიდი ქვეყნის ჯარისკაცებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურებისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნასაც მიაგეს პატივი.