თბილისი —
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დღეს დასრულდა ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები „მებრძოლი სული 2014“ (Agile Spirit 2014), რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა. ათი დღის მანძილზე თბილისთან ახლოს გადმოსროლილი იყო ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, შავი ზღვის 14-ე როტაციული ძალების 350 საზღვაო ქვეითი.
რუმინეთში დისლოცირებული ეს კონტიგენტი ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მე-3 ბატალიონის, საზღვაო ქვეითთა მე-8 პოლკს წარმოადგენს, რომლის ძირითადი დისლოკაციის ადგილი ჩრდილოეთ კაროლინაა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ეს ბატალიონი, ბოლო ათწლეულში არაერთ გახმაურებულ სამხედრო თუ ჰუმანიტარულ ოპერაციაში მონაწილეობდა, მათ შორის ავღანეთში, ერაყში, ბანგლადეშსა და ჰაიტიზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან წვრთნებში ჩართული იყო მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის 550 მებრძოლი. ერთობლივ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა კერძოდ განაცხადა
„სწავლება Agile Spirit უკვე რამდენიმე წელია ტარდება და იმედი გვაქვს რომ მომავალშიც გაგრძელდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველ სამხედროებს ამზადებენ, რათა ერთობლივად განახორციელონ ნატოს ეგიდით წარმოებული მისია ავღანეთში. გარდა ამისა, ერთობლივი წვრთნა ხელს უწყობს და ზრდის საქართველოს თავდაცვის უნარიანობას.“
ქართულ-ამერიკულმა სამხედრო სწავლებამ ვაზიანში, მოიცვა როგორც საშტაბო, ისე საველე წვრთნები. თავდაპირველად ამერიკელმა და ქართველმა მებრძოლებმა ერთმანეთი საცეცხლე მომზადებაში გამოსცადეს. გამოყენებული იქნა ავტომატები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმრტყორცნები, ტყვიამფრქვევები და დაზგის ავტომატური ყუმბარმრტყორცნები.
მოგვიანებით, სამმა შერეულმა ასეულმა გაიარა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, მათზე რეაგირების წესის შესახებ. ერთობლივმა ასეულებმა ასევე წარმატებით გაართვეს თავი მობილური გამშვები პუნქტების და ჩხრეკა-კორდონის ოპერაციებს.
სწავლებას დაესწრო ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქვეითთა მეორე დივიზიის მეთაური ბრიგადის გენერალი ჯიმი ლუკმენი. საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ხუთ ამერიკელ მეომარს მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა და „მებრძოლი სული 2014“ ასე შეაფასა
„მინდა გამოვყო ორი თემა: პირველი, ეს იყო ბრიგადის დონის პირველი ქართულ-ამერიკული წვრთნები, როდესაც ჩვენი შტაბის ოფიცრები და ამერიკელები ბრიგადის დონეზე მთელ სამხედრო თეატრს ერთობლივად მართავდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
350-მდე ამერიკელი საზღვაო ქვეითი იყო ჩამოსული და ამ პერიოდში, ჩვენ წინ წავიწიეთ არა მხოლოდ ურთიერთთავსებადობის კუთხით, არამედ რაც მთავარია, სავარაუდო საბრძოლო მოქმედებების სწორად დაგეგმვა შევისწავლეთ.
წვრთნების მეორე, ასევე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უკვე ტაქტიკურ ოპერატიულ დონეზე იყო - პატრულირება, წმენდა და რა თქმა უნდა თავდასხმის მოგერიება. მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამ გართულებული უსაფრთხოების გარემოში, ჩვენი ინტენსიური წვრთნები ამერიკელებთან და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან, მომავალ წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება.“
ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები „მებრძოლი სული“, საქართველოში პირველად 2011 წელს გაიმართა. ბოლო სამი წლის მანძილზე ამერიკელ საზღვაო ქვეითთა პარტნიორები სწავლებაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე და მეოთხე ქვეითი ბრიგადები იყვნენ.
საინტერესოა, რომ მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონი შარშან ავღანეთში პირველად იქნა გადასროლი და სამწუხაროდ, უკან სერიოზული დანაკარგით დაბრუნდა. 42-ელებმა 2013 წლის მაისსა და ივნისში, ჯამში ათი მებრძოლი დაკარგეს. შესაბამისად, „მებრძოლი სული 2014“ ქართული დანაყოფისთვის, ახალი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.