ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიის ახალი შანსი


Georgia, US
Georgia, US

ამერიკელმა ანალიტიკოსებმა საქართველოზე იმსჯელეს

საქართველოს დემოკრატიის ახალი შანსი, ეს იყო თემა, რომელზეც ვაშინგტონში დემოკრატიის ეროვნულ ფონდში შეკრებილმა საზოგადოებამ იმსჯელა. მომხსენებლები იყვნენ ანალიტიკოსები, ჩარლზ ფეარბენკსი ჰადსონის ინსტიტუტიდან, ტომ დე ვაალი კარნეგის ფონდიდან და მირიამ ლანსკოი დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან. შეხვედრას უძღვებოდა დემოკრატიის სწავლებათა საერთაშორისო ფორუმის წარმომადგენელი კრისტოფერ უოკერი.
ბატონმა ჩარლზ ფეარბენკსმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიუახლოვდა დემოკრატიის იმ დონეს, რომელიც მისასალმებელია შეერთებული შტატების მხრიდან. თუმცა, საქართველოში ჯერ ისევ რჩება ბარიერები, რომელიც დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს. მისი თქმით, საქართველოში საზოგადოება პოლიტიკას ჯერ კიდევ განიხილავს როგორც ბინძურ საქმეს და ამჯობინებს მისგან დისტანცირებას, რაც საბჭოთა მენტალობის გადმონაშთია. მეორე, ეს არის კანონის უზენაესობის დამკვიდრების სირთულე. მესამე ფაქტორად ბატონმა ფეარბენკსმა სუსტი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა დაასახელა.
„ბატონი ივანიშვილი ძალიან ჭკვიანი და ძალიან მიამიტი ადამიანის ერთობლიობაა. ვფიქრობ, მას აქვს წინამძღოლობის უდიდესი პოტენციალი. ქვეყანაში არავინ ფიქრობდა, რომ სააკაშვილის დამარცხება შესაძლებელი იქნებოდა. ივანიშვილმა კარგად გააცნობიერა არსებული ვითარება თუ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ვფიქრობ, სააკაშვილის ეპოქა უკვე დამთავრებულია. ასევე ფიქრობს ძალიან ბევრი ადამაიანი საქართველოში, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ამაში ძალიან ძნელია ნაციონალური მოძრაობის წევრების დარწმუნება, რომელბიც ცდილობენ კონსოლიდაციას. თუმცა, სააკაშვილი კარგად არ არის ადაპტირებული ახლა გარემოებასთან. კერძოდ, ძალიან უცნაურია, როდესაც ის საუბრობს თალიბანიზაციის პროცესზე საქართველოში,“- განაცხადა ფეარბენკსმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებების პროცესს. ბატონმა ფეარბენკსმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არსებობს ამ პროცესის ერთგვარი მხარდაჭერა, რასაც არ დაეთანხმა ტომ დე ვაალი.
„ვფიქრობ, დასავლეთიდან იყო მკაფიო გზავნილი რომ ბრალდებების პროცესი ძალიან შორს არ წავიდეს. ამავე მოსაზრებაზეა საქართველოს ეკლესიაც, რომლის აზრიც საზოგადოებაში გადამწყვეტია. ეკლესია ემხრობა ეროვნული შერიგების პროცესს,“ - განაცხადა ტომ დე ვაალმა.
მან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა.
„ვფიქრობ, ივანიშვლის წარმატების ერთი მთავარი მიზეზი იყო, ის რომ მან დადო რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პირობა. უნდა გავმიჯნოთ ერთამენთისგან პრორუსულობა და ურთიერთიბის დარეგულირება. კერძოდ სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, მგზავრობის გამარტივება, ვაჭრობის ნორმალიზება, რუსული ტელარხების მაუწყებლობის დაშვება. ამდენად, ჩვენთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკა შესაძლოა განისაზღვროს, როგორც პროდასავლური ორიენტაციის, რომელიც მოიცავს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალზებას. რაც შეეხება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხს, საქართველოში ამ პრობლემაზე მუშაობს, ძალიან პროგრესული ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი,“ - განაცხადა ტომ დე ვაალმა.
ქალბატონი მირიამ ლანსკოი თავსი გამოსვლაში შეეხო პატიმართა წამების ამსახველი ვიდეობის გავრცელებას, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.
„ამ ვიდეობის გავრცელების შედეგად დიდი რეზონანსის ერთერთი მთავარი მიზეზი იყო, ის რომ საქართველოში არსებობდა ძალიან ბევრი პატიმარი. ზოგიერთი სტატისტიკით, ყოველ მესამე ოჯახს ვიღაც ყავდა დაპატიმრებული ან გასამართლებული. ამდენად, საზოგადოებამ პატიმრებთან საკუთარი თავის იდენტიფიკაცია მოახდინა. ამას ქონდა დიდი ფსიქოლოგიური ეფექტი. ამ ვიდეოკადრებმა დაადასტურა საზოგადოებაში მოარული ის ხმები, რაც მანამდე ისმოდა მთავრობის მისამართით უარყოფით კონტექტსში,“ - განაცახდა მირიამ ლანსკოიმ.
შეხვედრის შემდეგ ჩვენთან საუბარში ტომ დე ვაალმა განაცხადა:
„დღეს საქართველში ორ პოლიტიკურ ძალას შორის უფრო მეტად კონფრონტაციას ვხედავთ ვიდრე კოჰაბიტაციას. რამდენიმე თვის წინ ორივე ძალა ცდილობდა ერთმანეთის განადგურებას, რაც დღეს ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. კონფრონტაციის პროცესი ოდნავ შენელებულია და იმედი მაქვს, რომ ნელნელა პოლიტიკურ სივრცეში დაიწყება სტაბილიზაციის პროცესი. მაგრამ ამ ეტაპზე ვითარება დაძაბულია. სააკაშვილი იყენებს პრეზიდენტის ძალაუფლებას, განსაკუთრებით ხმამაღალი განცხადებების გაკეთების მიზნით დასავლეთში, რის მოწმენიც ახლახანს გავხდით სტარსბურგში“.
ტომ დე ვაალმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში პროდასავლური მიმართულება გრძელდება. ამავე დროს, იკვეთება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ტენდენცია და რეგიონში, როგორც სომხეთთან ასევე აზერბაიჯანთან, მჭიდრო ურთიერთობების გაძლიერება.

XS
SM
MD
LG