ფონდმა ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურს-ცენტრმა” სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვან საქართველოსთან” პარტნიორობით ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში და აჭარაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. ფონდის თავმჯდომარის ალექსანდრა კალატოზიშვილის თქმით გამოკითხვის მიზანს ტოლერანტული ადამიანების რეიტინგის გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების მიმართ პოზიტიური გამონათქვამებით და ქმედებებით გამოირჩევიან. ასევე ხელს უწყობენ თავიანთი საქმიანობით ეთნოსთაშორის და რელიაგიათშორის თანხმობას:
“ჩვენი პროექტი ხორციელდებოდა 2 წლის მანძილზე, მხარდაჭერილია ევროკავშირის დელეგაციის მიერ საქართველოში, რომელმაც ჩვენ პროექტს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია , რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის განვითარება - დამკვიდრებას. შევეცადეთ შეგვემცირებინა ძალადობისა თუ სიძულვილის ტენდენციები, რისკები,რომელიც სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში არსებობს.
ვახორციელებდით პროექტს გარდა დედაქალაქისა ხუთ რეგიონში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებულნი.მრავალი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული, ერთ-ერთი, რომლის ფარგლებში დღევანდელი ღონისძიება გაიმართა არის გამოკითხვა, რომელიც სპეციფიური იყო თავისი ბუნებით, რადგან ჩატარდა უშუალოდ ეთნიკურ სათვისტომოებში და სათემო ორგანიზაციებში. ჩვენ მიზნად ვისახავდით წლის ტოლერანტული ადამიანის, მედია-საშუალების დასახელებას, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ ტოლერანტობის განვითარებას და დამკვიდრებას ჩვენ საზოგადოებაში”.
”სამოქალაქო განათლების მულტიეთნიკური რესურს-ცენტრი” როგორც საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს” პროექტი 2001 წელს დაარსადა.
პროექტის ამოცანაა ახალგაზრდებში ძალადობისა და ქსენოფობიის დონის შემცირება, შემწყნარებლობისა და კულტურათშორის კომუნიკაციის წახალისება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით ახალგაზრდების სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში ჩართულობისთვის ხელშეწყობა, - ამბობს პროექტის მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ოლივერ რაისნერი:
” ძალიან მნიშვნელოვანია ტოლერანტობის, მოთმინების გავრცელება საზოგადოების უმრავლესობაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს და სხვა პროექტებს სიძულვილის ენის საწინააღმდეგოდ, ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ჩემი აზრით ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს, არ არის პირდაპირი კონტაქტი ეროვნულ უმცირესობებს შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან ამ საკითხებზე ლაპარაკი”.
ყველაზე ტოლერანტულ ადამიანებს შორის ლიტერატურული ალმანახი ”სამხრეთ კავკასიის’ ხელმძღვანელი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დასახელდა. ფონდმა ყველაზე ტოლერანტულ ადამიანებს შორის კულტურის მინისტრი ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოავლინა. გურამ ოდიშარია ამბობს:
”გამოდის ალმანახის მესამე ნომერი, სადაც ვამბობთ, რომ არ გვაქვს უფლება ასე ვიყოთ. ჩვენ ვაცნობთ ერთმანეთს ერთმანეთის პოეზიას, ლიტერატურას. ალმანახის პრეზენტაცია ყოველთვის მაღალ დონეზე წარიმართება ხოლმე ამ ლიტერატურების გეოგრაფიულ ადგილებში, რაც მნიშვნელოვანია თავისთავად.
გადაწყვიტეს ჩემთვის ტოლერანტობის ჯილდო მოენიჭათ, ჩემთვის ეს დიდი პატივია , მითუმეტეს როცა ძველი წელი მიდის და აანალიზებ როგორი იყო ძველი წელი. მოდის ახალი წელი , ძალიან ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი, რაც დამეხმარება, რომ თუ ჩვენ ერთმანეთს თანაგრძნობით, სიყვარულით და პატივისცემით არ მოვექეცით, თუ კულტურული დიალოგი არ ავამაღლეთ, პრობლემები არ გამოგველევა.იმისათვის, რომ პრობლემები არ იყოს ჩვენ საზოგადოებაში და კავკასია მართლა მშვიდობიანი იყოს, სწორედ ასეთი ადამიანების წარმოჩენა გვჭირდება”.
ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც შემდეგ მიზნებს ისახავს: 1. ახალგაზრდობის სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება და კულტურათშორისი განათლება; 2. ახალგარზრდებში ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის კულტურის განვითარება; 3.ახალგაზრდობის მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში; 4. საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობა; 5. ახალგაზრდობის შესაძლებლობათა განვითარებისა და თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენებისათვის ხელსაყრელი გარემოს ფორმირების ხელშეწყობა”. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი ცერცვაძემ , სპორტისა და ახალზრდობის სამინისტრომ.