ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ადამიანის თავისუფლების ინდექსში რეგიონის ლიდერია


ადამიანის თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანგარიშში, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს საქართველო ლიდერობს. ჯგუფში ის პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის სომხეთი და ყირგიზეთი.

საქართველოს პირადი თავისუფლების მონაცემია: 7.53, ეკონომიკური თავისუფლების მონაცემი კი - 7.94. სხვა მონაცემებთან შედარებით, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა 4.1 აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორში. ანგარიშში თავისუფლების მონაცემები 0-დან 10-მდე შკალით განისაზღვრება, სადაც 10 თავისუფლების ყველაზე მაღალ ხარისხს აღნიშნავს.

ადამიანის თავისუფლების ინდექსი აჯამებს 2017 წლის მონაცემებს მსოფლიოს 162 ქვეყანაში. მისი ავტორები არიან კატოს ინსტიტუტი (აშშ), ფრეიზერის ინსტიტუტი (კანადა) და ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის (გერმანია).

თავისუფლების ანგარიშში მოწინავე ადგილებზე არიან: ახალი ზელანდია, შვეიცარია, ჰონგ კონგი, კანადა, ავსტრალია, დანია, ლუქსემბურგი, ფინეთი, გერმანია და ირლანდია. ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ: იემენს, ვენესუელას და სირიას.

საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეიტინგში 41-ე ადგილზეა. პერსონალური თავისუფლების მიხედვით, მას 59-ე ადგილი უჭირავს. ეკონომიკური თავისუფლების ნაწილში კი საქართველო საკმაოდ მაღალ პოზიციას, მე-12 ადგილს იკავებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG