ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახ. დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, ინდივიდუალური თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ამის შესახებ დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში, სასამართლო რეფორმასა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ სააჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაამყაროს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა უზრუნველყოს სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG