საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები რუსეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრისთვის მზად არიან. პერმიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრას სერიოზული მომზადება სჭირდება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველ გუნდში კრემლთან მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრისთვის მზაობა არსებობს. თუმცა მისი თქმით, „ის, თუ რა ფორმატის იქნება ეს შეხვედრა ან როდის მოხდება ან სად, ასეთ დეტალებზე მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი.“ პრემიერმა ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 თებერვალს გააკეთა.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან გადაუჭრელი პრობელემა აქვს და რომ ასეთი შეხვედრის ორგანიზებას „სჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება.“
ჟურნალისტებთან საუბრისას იგივე გზავნილი გააჟღერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც. მან აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს პირებს შორის შეხვედრას, თუმცა „ასეთი შეხვედრის მომზადება არის ძალიან სერიოზული საქმე, მას სჭირდება გარკვეული პერიოდი და ეს ვერ მოხდება დღეს და ხვალ. ამასთან, თუკი ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ, მას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგები.“
საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების ეს განცხადებები სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე გაცემული პასუხი გახდა. შეკითხვაზე გეგმავს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას, მან უპასუხა - „რატომაც არა, თუკი ის გამოთქვამს ასეთ სურვილს.“