ვაშინგტონი —
ამერიკის ხმა: ბატონო არჩილ, რა მოლოდინები გაქვთ ევროკავშირის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, და ასევე რა გამოწვევები გეღობებათ საქართველოს ევროკავშირის ხელშეკრულების გაფორმების გზაზე?
არჩილ გეგეშიძე: მოლოდინი გახლავთ ის, რომ საქართველო პრაქტიკულად დგამს ძალიან სერიოზულ ნაბიჯს ევროკავშირთან ინსტიტუციონალური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს წევრობას, მაგრამ ძალიან სერიოზული ნაბიჯია ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით, რამდენადაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას თვისობრივად ახალ განზომილებაში გადაჰყავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ამ ხელშეკრულების ნაწილი არის ყოვლისმომცველი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლისკენ და ამ რეჟიმის შემოღებისკენ პროცესი და ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით, ამ კონტექსტში, მიმდინარე პროცესიც გააქტიურებულია. უახლოეს მომავალში ეს პროცესი დასრულდება და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება შენგენის ზონაში ვიზების გარეშე იმოგზაურონ.
რაც შეეხება გამოწვევებს, რის წინაშეც საქართველო შეიძლება დადგეს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე: პირველ რიგში ეს უკავშირდება გარეშე ფაქტორებს. მოგეხსენებათ, ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეზე, სადაც რუსეთი არალეგიტიუმურად აცხადებს ექსკლუზიური გავლენის უფლებას, მისი მხრიდან აქ შემოწინააღმდეგება არის ის გამოწვევა, რის წინაშეც შეიძლება დადგეს საქართველოც.
მეორე გამოწვევა უკავშირდება იმას, თუ რამდენად აღმოვჩნდებით მზად და მოკლე პერიოდში რამდენად ღირსეულად შევასრულებთ დავალებას, ვუპასუხებთ თუ არა ყველა მოთხოვნას, რაც ასოცირების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება და რამდენად გადავდგამთ ყველა ნაბიჯს ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე.
ამერიკის ხმა: რა როლი მიუძღვის ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, და კერძოდ, აღნიშნული საგარეო ზეწოლის დაძლევის საქმეში?
არჩილ გეგეშიძე: აქ ძალიან დიდი როლი მიუძღვის აშშ-ს, რადგანაც როგორც გითხარით, ქვეყნები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ევროკავშირთან ურთიერთობა და საბოლოოდ, ინტეგრაცია-გარეშე ზეწოლას რომ აღუდგენ ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებენ. ეს მნიშვნელოვანია მაგრამ საკმარისი არ არის. ამ კონტექსტში, ამერიკის შეერთებულ შტატებს უნიკალური როლის შესრულება შეუძლიათ, რათა ამერიკამ მოახდინოს ამ ყველაფრის კომპენსირება და აღნიშნული ქვეყნების ან იმ ქვეყნების, რომლებიც ამ ზეწოლის წინაშე აღმოჩნდებიან, მოახდინონ მხარდაჭერა და დახმარება თავისი კონკრეტული პროგრამებით.
ამერიკის ხმა: რას მიაწერთ იმ ფაქტს, რომ ასეთი პარტნიორობის ფონზე ევროპისა და ამერიკის მხრიდან, კონფლიქტის ზონაში დღეს ვითარება ფაქტობრივად გაუარესებულია ნაცვლად დეოკუპაციისა?
არჩილ გეგეშიძე: კონფლიქტის ზონებში ვითარება ყოველთვის რთული იყო. ამაზე რთული რა უნდა იყოს, როცა ჩვენ საქმე გვაქვს კლასიკურ ოკუპაციასთან, ამას ემატება ფიზიკური გამყოფი ზოლების გასწვრივ ფაქტობრივად იურიდიული და ფიზიკური კედლების აგება, რასაც ჩვენ ბორდერიზაციის პროცესით ვხედავთ და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ზეწოლა, ადრე თუ გვიან, თავის შედეგს გამოიღებს. ეს ზეწოლა რომ არ ყოფილიყო ვითარება, ალბათ უფრო სწრაფი ტემპით, დიდი ალბათობით, დამძიმდებოდა კონფლიქტის ზონებში, და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ეს კოორდინირებული ძალისხმევა შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ცალკეული ქვეყნების მხრიდან თავის შედეგს გამოიღებს.