ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ტელეკომპანიის დაბრუნებასთან დაკავშირებით ამბობს:
” 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის. ჩვენ თავიდანვე შევეცადეთ დაგვებრუნებინა ”იმედი”, მაგრამ ”იმედი” იურიდიულად არასწორად იყო გაფორმებული. ჩვენ დასავლეთში მივმართეთ იურისტებს, კონსულტაციების შემდეგ გადავწყიტეთ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიგვემართა. პრობლემა ის იყო, რომ თუნდაც მოგვეგო არბიტრაჟი, შედეგი ის იქნებოდა, რომ ფულს დაგვიბრუნებდნენ და არა ”იმედს” ”.
თუ როგორ დაუბრუნეს დაღუპული ოლიგარქის ოჯახს ტელე და რადიო ”იმედი”, ამის შესახებ ინა გუდავაძე ამბობს:
”დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს ”იმედის” დაბრუნება. ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა, ჩვენთვისაც ძალიან ემოციური იყო. ერთადერთი პირობა იყო პროცესი მშვიდობიანი ყოფილიყო და გადაბარება ექსცესების გარეშე მომხდარიყო , აღარც ჩვენ გვინდოდა თავიდან დაგვეწყო სასამართლო დავა”.
ინა გუდავაძის თქმით ჰოლდინგს უფროსი ქალიშვილი, ლიკა პატარკაციშვილი უხელმძღვანელებს. ჯერჯერობით ”იმედმა” საინფორმაციო მაუწყებლობა შეაჩერა. გადაწყვეტილება არხის ახალმა მენეჯმენტმა მიიღო. პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებით არხის გადაბარების პროცესის დასრულებამდე საინფორმაციო გამოშვებები ეთერში არ გავა.ტელევიზიაში დაბრუნების იმედი აქვთ ’იმედის” ყოფილ თანამშრომლებს.
”თუ ვინმე გრძნობს, რომ ”იმედში” ჩვენი მოსვლის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს, თავად უნდა წავიდეს, ვიდრე გავუშვებთ”, - ამბობს ქალბატონი ინა გუდავაძე.
მედია - ექსპერტის ქეთი ბოხუას თქმით არა მხოლოდ ”იმედთან” დაკავშირებით, ასევე ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება ”მზეზე”, ”real-TV”-ზე, რომელსაც სახელწოდება შეეცვლება და როგორც ”real-TV” -ის ახალი მფლობელი ლალი ეგაძე ამბობს ”იქ არცერთი ძველი თანამშრომელი აღარ იმუშავებს”.
ქეთი ბოხუა ამბობს:
” თუ თვითონ ამ მოვლენას, ამ ფაქტს შევაფასებთ, რა თქმა უნდა ძალიან დადებითი ფაქტია, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ამას მიესალმება. თუმცა ჩემთვის ცოტა უცნაური და არაბუნებრივი იყო რამდენიმე დეტალი. კერძოდ ის, რომ ერთი წლის წინ ხმამაღლა გაცხადდა და ეს არ უარუყვია პატარკაციშვილის ოჯახს, რომ მოლაპარაკების შედეგად მათ საბოლოოდ დათმეს ”იმედი”. მოულოდნელი იყო მათთვის ტელეკომპანიის დაბრუნება ასე მშვიდობიანად და როგორც საზოგადოებამ შეიტყო, მათი აქტიურობა არ ახლდა ამ პროცესს. პირიქით იყო, აქტიურობდა ხელისუფლება, ის მხარე, ვინც დღემდე ფლობდა და ამუშავებდა ამ ტელეკომპანიას. თუმცა წინაპირობები, თუ რატომ შეიძლებოდა ხელისუფლება ამაზე წასულიყო, რა თქმა უნდა არსებობს. თუ გავიხსენებთ, რომ ფინანსების წყაროები რომლითაც ივსებოდა ”რუსთავი2”, ”იმედი” და სხვა დანარჩენი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ტელეკომპანიები, ის ფინანსები უკვე აღარ არის იმდენი, ამოიწურა.. მართალია, ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა დიდი სიმდიდრის დაგროვება მოასწრეს, თუმცაღა სახლიდან მოტანა და მომავალი კარიერისთვის ზრუნვისათვის ჩადება ამ თანხების ცოტა არ იყოს ეძნელებათ.ანუ, მუდმივი წყაროები აღარ არის შემოსავლის. მიუხედავად იმისა რომ რაღაცეების ჩამოწერაზე განკარგულებები გაიცა, დავალიანებაზე, საგადასახადო მაქვს მხედველობაში. მათ შეაფასეს თავისი შესაძლებლობები და როგორც ჩანს უკვე ”სტავკებს” აკეთებენ ”რუსთავი 2-ზე” უფრო მეტად, ვიდრე სხვა ასეთი ტიპის კომპანიაზე. ვფიქრობ, რომ უფრო დაუნდობელი ომი გაიმართება რუსთავი 2-სთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სადავეების ხელიდან არ გაშვებისათვის, ვიდრე იმედისთვის.
”ამერიკის ხმა” :- ქეთი, თქვენ ფიქრობთ, რომ გაკოტრებაა მიზეზი, რომ პატარკაციშვილის ოჯახს ”იმედი” დაუბრუნეს?
ქეთი ბოხუა : - ერთგვარი ფინანსური პრობლემები, თანაც თითქოს კეთილი ნება გამოიჩინეს. სხვანაირად ამის ახსნა შეუძლებელია იმ არააქტიურობის ფონზე, რომელიც ოჯახს ბოლო ერთი წელი ჰქონდა. თუ ვინმე შემედავება ან ასეთ არგუმენტს მოიტანს, რომ შესაძლოა თავად ბიძინა ივანიშვილის თემამ იმუშავა ან შესაძლოა ფარდის მიღმა მისმა ძალისხმევამ, შეიძლება ეს დავიჯეროთ. რატომაც არა?! შესაძლებელია. იმ 40 წუთს, რაც ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა, შესაძლოა ამ თემასაც შეეხნენ. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გვქონდეს. ვნახოთ, ძალიან საინტერესო პროცესები შეიძლება განვითარდეს, იმიტომ რომ კარგად ვიცით, რომ რუსთავი 2-ის სხვადასხვა დროს ძველი მფლობელები აცხადებენ სერიოზულ და საფუძვლიან პრეტენზიებს. ძალიან საინტერესო პროცესები მიდის ”მზეზეც”, ”real-TV”-ზე, რომელიც ჩემთვის ძალიან დამაეჭვებელია, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.. 30 ათასად დღეს ერთოთახიან ბინას ვერ ყიდულობ, არა თუ ტელეკომპანიას სიხშირით, ხომ? ”.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ”იმედის” გადაბარების პროცესი 17 ოქტომბერს დაიწყო.