რამდენიმე დღის წინ თანამგზავრიდან გაითიშა ტელეკომპანია „პიკი”. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არხი შესაძლოა დაიხუროს. არხის ჟურნალისტებმა პროტესტი გამოხატეს აქციით „ვდუმვართ პროტესტის ნიშნად”.
ტელეკომპანია „პირველ კავკასიურთან” აღებული ყველა ვალდებულება საზოგადოებრივ მაუწყებელს შესრულებული აქვს - აცხადებს მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გიორგი ჭანტურია.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ტელეკომპანია „პიკის" ჟურნალისტები არ არიან „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებ. ეს ტელეკომპანია მუშაობს ჩვენს დაკვეთაზე, არანაირი ვალდებულება მათთან ჩვენ, ნამდვილად, არ გაგვაჩნია. რაც შეეხება თავად კომპანია „პიკს”, რომელიც ასრულებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის” შეკვეთას, მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აბსოლუტურად ყველა ფინანსური ვალდებულება „საზოგადოებრივ მაუწყებელს” პირნათლად აქვს შესრულებული. ბოლო მოთხოვნა ასეთი იყო 8 ოქტომბერს - ხელშეკრულებით ჩვენ 10 დღეში უნდა გადაგვერიცხა გარკვეული თანხა და 6 დღეში დავაკმაყოფილეთ. რაც შეეხება სატელიტს, ეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრეროგატივაა, თუ რომელ სატელიტზე განათავსებს თავის კონტენტს. ჩვენ ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ კიდევ სხვა სატელიტურ მაუწყებელთან გვქონოდა მოლაპარაკება. რასაც უფრო მიზანშეწონილად ჩათვლის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისევ არც ეს არ არის ამ კომპანიის არანაირი ვალდებულება და არც მათი გადასაწყვეტი, თუ რომელ სატელიტთან გააფორმებს, თუ არ გააფორმებს „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ხელეკრულებას.”
რა ხდება ამჟამად „პიკზე”? რამ გამოიწვია შექმნილი ვითარება? - ამის შესახებ ტელეკომპანია „პიკის” რედაქტორი, ბლოგის წამყვანი ირინა ზურაბიშვილი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელთანაც პიკს ხელშეკრულება აქვს დადებული, არხი სატელიტიდან გაუფრთხილებლად გათიშა. მანამდე კი, თანამშრომლებს დაგვიანებით განახევრებული ხელფასები დაურიგდა.
„ხელფასის დაგვიანება არ იყო ისე აღქმული, როგორც განახევრებული ხელფასები. შემდეგ ამას მოჰყვა სატელიტიდან მოხსნა. როდესაც ტელეკომპანიამ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" ჰკითხა, თუ რატომ მოხდა ეს, მაუწყებელმა უპასუხა, რომ თქვენთან ყველა კავშირი შევწვითეთო. არა, თავიდან საერთოდ არანაირი პასუხი არ იყო, საერთოდ არ გვიხსნიდნენ. როდესაც „პიკის" ხელმძღვანელს, ალექსანდრე ფარულავას არ აუხსნეს თუ რატომ მოხსნეს სატელიტიდან, არხის ჟურნალისტებმა ეს გააპროტესტეს დუმილის აქციით პირდაპირ ეთერში. დუმილის აქციის შემდეგ უკვე საჭიროდ ჩათვალა მაუწყებლის ხელმძღვანელობამ აეხსნა, რატომ მოხსნა სატელიტიდან.გამოვიდა მეორე დღეს ბატონი გიორგი ჭანტურია და განაცხადა, თანაც „პიკის” თანამშრომლებს კი არ მიმართა, განუმარტა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს, რომ რაც კი დავალიანება ჰქონდა, ყველაფერი გაისტუმრა. ძალიან ბუნდოვნად ვყვები, მაგრამ ზუსტად ასე გაურკვევლად ხდებოდა ყველაფერი. თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ „პიკთან” ყველა ვალდებულება გვაქვს შესრულებულიო, რომ ”პიკის” თანამშრომლები არ არიან მაუწყებლის თანამშრომლები, ამიტომ „ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ამ ხალხთან.”
ესე იგი „პიკი” ხომ მოიხსნა სატელიტიდან? ჩვენს მუშაობას აზრი უკვე აღარ ჰქონდა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გათვლილები რუსულენოვან მაყურებელზე, კავკასიაზე, რუსეთზე."
„ამერიკის ხმა”: უშუალოდ თქვენთვის არ უთქვამთ, სამსახურში ნუ მოდიხართო?
ირინა ზურაბიშვილი: „არა, მაქამდე სიტუაცია ჯერ არ მისულა."
„ამერიკის ხმა” : ხალხი სამსახურში დადის?
ირინა ზურაბიშვილი: „კი, ხალხი სამსახურში დადის. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია მოაწყვეს, მეორე დღესვე სატელიტზე ისევ ჩართეს „პიკი”, სახელფასო დავალიანებაც გადაიხადეს, ეს სიტუაცია შეასწორეს, მაგრამ ამის შედეგ რას აპირებენ, ვერაფერს ვიტყვი, არავინ არაფერი არ ვიცით."
ირინა ზურაბიშვილის აზრით კავკასიის ხალხებთან კომუნიკაციის წყარო არ უნდა გაუქმდეს.
„საქართველოსთვის ამ არხს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჯერ ერთი, ეს არის კომუნიკაცია კავკასიასთან, ძალიან დიდი ინტერესი არის რუსეთიდან, ასევე არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალი, მათი მხრიდანაც ინტერესი უდავოა. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ. ფინანსური, არ ვიცი, ვიღაცის მერკანტილური ინტერესები უნდა გადაიდოს გვერდზე. საქართველოსთვის ეს საჭირო საქმეა!”
ტელეკომპანია „პირველი საინფორმაციო კავკასიურის” ფინანსური პრობლემები ამოწურულია და ის ფუნქციონირებას 2012 წლის ბოლომდე გააგრძელებს, განაცხადა „პიკის” გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ფარულავამ. ტელეკომპანიის ცნობით, ფარულავა ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.