2013 წელს საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი 2.345 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რომელიც გასულ წელთან შედარებით 524 მილიონი ლარით გაიზარდა. ამ თანხიდან, 1 მილიარდ 630 მილიონი ლარი სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება.
1 აპრილიდან 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 110 ლარიდან, და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 100 ლარიდან 125 ლარამდე გაიზარდა.
1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახისთვის ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი გაიცემა, ოჯახის ყოველი მომდევნო წევრი არსებული 24 ლარის ნაცვლად 48 ლარს მიიღებს.
პირველი სექტემბრიდან ყველა პენსიონერის და ინვალიდის პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება. მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ამბობს:
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო თებერვალში, რომელიც დღეისათვის დაუზღვეველი მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვით და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის პირობებს ქმნის. 2013 წლის 28 თებერვალს დავიწყეთ ეს პროგრამა, პროგრამის მეორე ეტაპი დაგეგმილია 1 ივლისიდან, სადაც ამ საყოველთაო ჯანდაცვით პროგრამას უნდა დაემატოს მშობიარობასთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება.
2013 წლის 1 ივლისიდან ყველა ოჯახისთვის მშობიარობასთან , სამედიცინო სერვისთან დაკავშირებული მომსახურება გახდება უფასო. მაგრამ აქ იქნება ყურადღება გასამახვილებელი -სამედიცინო მომსახურება - რომელიც მოიცავს უშუალოდ მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მოგეხსენებათ, არსებობს სხვადასხვა ტიპის სამშობიარო სახლები. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ თავისი რესურსების ძალიან გონივრულად გამოყენების კუთხით უნდა უზრუნველყოს ის რაციონალური განფასება, რომელიც საკმარისი იქნება სამედიცინო ხარჯების დასაფარად. შემდგომ უკვე თვითოეული ოჯახის არჩევანით მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვთქვათ იგივე vip ოთახები, დამატებითი მომსახურება, რომელიც უკვე ფუფუნების კომპონენტს წარმოადგენს.”
ის, რომ სამედიცინო ხარისხის კუთხით საქართველოში პაციენტების უფლებები ირღვევა მარიამ ჯაში არ უარყოფს:
”სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი სუსტი რგოლი გახლავთ სწორედ ის, რომ როდესაც ხდება პაციენტის უფლების დარღვევა, ან სამედიცინო შეცდომა, ინდივიდუალურ ბრალეულობაზე ხდება ყურადღების გამახვილება ვიდრე ანონიმურ, დახურულ, მაგრამ სისტემურად შეცდომების გამოვლენაზე და მათი გამოსწორების და გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვაზე. თუკი ევროპაში, აშშ-ი მოხდა სისტემურ შეცდომებზე დაყრდნობით პრაქტიკის გაუმჯობესება, სამწუხაროდ ჯერ საქართველოში ამ კუთხით ძალიან მცირე ნაბიჯები იქნა გადადგმული. ჩვენთან მოქმედებს მედიაციის სამსახური, რომელიც მედიატორობს მოსახლეობას, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სტრუქტურებს შორის მათი უფლებების დაცვის კუთხით, მათი გარანტიების უზრუნველყოფის ხელშოწყობაზე. მაგრამ სამედიცინო ხარისხის კუთხით გვაქვს ძალიან სერიოზული ხარვეზები. სამედიცინო ხარისხის კონტროლოს, სისტემური შეცდომების შესწავლის კუთხით და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან სერიოზული რეფორმების განხორციელება.”
ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატის გიორგი გოზალიშვილის თქმით ქართულ მედიცინაში, კერძოდ ქირურგიაში, ასევე მეან გინეკოლოგიაში კატასტოფული დეფიციტია მამაკაცების. მისივე თქმით, მდედრობითი სქესის მეან გინეკოლოგები ხშირ შემთხვევაში საკეისროს ვერ აკეთებენ, რომელიც ნებისმიერ მშობიარე ქალს შეიძლება ნებისმიერ დროს დასჭირდეს:
”მე პროფესიით ექიმი გახლავართ, წლების განმავლობაში ამ სისტემაში ვმუშაობდი. გართულებულია სასწავლო პროცესი. დაამთავრა ადამიანმა 5 კურსი და ითვლება, რომ მიიღო სამედიცინო განათლება. მაგრამ საკმაოდ რთულია მერე ჩააბარო სასერტიფიკაციო გამოცდა, ბარიერია. ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეებია. ჯერ უნდა დაიწყო მუშაობა, მაგრამ სამსახურში არავინ გღებულობს, იმიტომ რომ არ ხარ სპეციალისტი. ან 5 კურსის მერე ქირურგიის პროფილით უნდა ჩააბარო მაგისტრატურაში, მაგრამ აქაც ადგილების სიმცირეა. ადრე როგორ იყო, რომ დაამთავრებდი 5 კურსს, შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა პროფესიაში გადანაწილება,ამის შემდეგ მე-7 წელს იყო უკვე სპეციალობა, ინტერნატურა და ამის შემდეგ შეგეძლო დაგეწყო მუშაობა. მაშინაც ახალდამთავრებული ქირურგი დამოუკიდებლად ოპერაციას არ აკეთებდა, მაგრამ ზედამხედველობის ქვეშ იყო, ყალიბდებოდა ეს ქირურგი. ახლა იმდენად გაგრძელებულია სწავლის პროცესი და დანარჩენი პროცედურები, რომ აღარ უნდა ამდენ ხანს სწავლა. მაგისტრატურაში ადგილების სიმცირის გამო ან ჩააბარებს, ან არა და 5 წელი წყალში ჩაეყრება. ამიტომ აღარ მიდიან მედიცინაში. რაღაც უნდა შევცვალოთ, დაინტერესება უნდა გავზარდოთ”.