ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპიზაციის კონსტიტუციური გარანტიები


მიიღწევა თუ არა შეთანხმება უმრავლესობას და უმცირესობას შორის

საქართველოში პოლიტიკური უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთთან უკვე მესამე დღეა მოლაპარაკებებს მართავს. მიიღწევა თუ არა შეთანხმება მათ შორის, რომელიც, ექსპერტების შეფასებით, კონსენსუსის კარგი პრეცენდენტი იქნება, რაც ორივე მხარეს საშუალებას მისცემდა დრო გაცილებით სასარგებლო საქმიანობისთვის დაეთმო და არა ურთიერთდაპირისპირებისთვის.

ამჯერად დღის წესრიგში დგას საკითხი იმის თაობაზე, თუ სად, როგორი რანგის დოკუმენტში დააფიქსირებს საქართველო საკუთარ მისწრაფებას დასავლეთისკენ, ევრო ატლანტიკური სტრუქტურებისკენ.
მანანა კობახიძემ, პარლამენტარმა უმრავლესობიდან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უმცირესობა უარს ამბობს იმსჯელოს ინტერფრაქციულ დოკუმენტზე.

ჩვენთან საუბრისას სერგი კაპანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკეთესია, თუ სახელმწიფო საკუთარ მისწრაფებებს დასავლეთისკენ ყველაზე მაღალი რანგის დოკუმენტში დააფიქსირებს.
ვიქტორ დოლიძე, დეპუტატი უმრავლესობიდან ასევე მიიჩნევს, რომ ინტერფრაქციულ დოკუმენტზე ხელმოწერა სავსებით საკმარისია იმის დამადასტურებლად, თუ რა კურსით აპირებს ქვეყანა ცხოვრების გაგრძელებას.

დავით ბაქრაძე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც შეხვედრებს დღეს არასამთავრობო სექტორთანაც მართავდა აღნიშნულ საკთხზე აცხადებს, რომ ოპონენტებს შორის დიალოგის პროცესის არსებობა უკვე დადებითი ფაქტორია.

სერგი კაპანაძე ჩვენთან საუბრისას პოლიტიკური უმრავლესობის მიერ წარდგენილ დოკუმენტსაც შეეხო და ისაუბრა იმის შესახებ, რასაც ნაკლოვანებად მიიჩნევს მასში. დიალოგის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG