ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯები და გამოწვევები


საქართველოს თითქმის გარანტირებული აქვს პარაფირება და ალბათ, მოაწერს ხელს ხელშეკრულებას

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:46 0:00
ბმული


ამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფმა გუშინ წარმოადგინა ანგარიში, რომელიც აფასებს ბოლო ერთი წლის მანძილზე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და არსებულ გამოწვევებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკა საქართველომ 2012 წლის მაისში მიიღო. დოკუმენტი მოიცავს იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე.
ანგარიში, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა ეხება ვალდებულებათა შვიდ სფეროს: საარჩევნო გარემოს, მედიის თავისუფლების ხარისხს, საზღვრის ინტეგრირებული მართვისა და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, კიბერუსაფრთხოებას, რეგიონულ თვითმმართველობას, ანტიკურუფციულსა და სასამართლო რეფორმებს. ანგარიშის მომზადებაში რვა მკვლევარი იღებდა მონაწილეობას საქართველოდან და სომხეთიდან.
მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნალი კაკაჩია ამერიკის ხმასთან საუბისას ამბობს: კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველო მეტ-ნაკლებად ასრულებს თავის ვალდებულებებს, რიგ შემთხვევებში ძალიან კარგად, მაგრამ არის საკითხები, სადაც კიდევ საკმაო სამუშაოა შესასრულებელი. ბევრი რამ გააკეთა როგორც წინა, ასევე ახალმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით. რაც მთავარია, ეს იძლევა საშუალებას, რომ საქართველო ელოდეს კარგ შედეგებს ვილნიუსის სამიტზე იმისთვის, რომ მოხდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და მომავალი წლისთვის, თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა და ეს ტემპი გაგრძელდა, სავარაუდოდ ასოცირების ხელშეკრულება მიიღწევა ევროკავშირთან, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. იმ დასკვნიდან გამომდინარე, რასაც კონკრეტულად ეს კვლევა იძლევა და აგრეთვე ზოგადი შეფასებებიდან გამომდინარე, რასაც ევროკავშირის წარმომადგენლები ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს გამოხატავენ, ქმნის საფუძველს ითქვას, რომ საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ვიმეორებ, თუ რაღაც გაუთვალისწინებელი პოლიტიკური პრობლემა არ წარმოიშვა, რომელიც შეიძლება დაკავშირებელი იყოს პოლიტიკურ პროცესებთან, რომელთა თაობაზეც ამ დღეებში გარკვევეული მინიშნებები გააკეთეს საქართველოში ვიზით მყოფმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ. საქართველოს თითქმის გარანტირებული აქვს პარაფირება და მომავალ წელს, თუ პროცესები წავიდა ნორმალური გზით, საქართველო, ალბათ, მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ საქართველო საბოოლოდ გააკეთებს ცივილიზაციურ არჩევანს ევროპის სასარგებლოდ. ამის შემდეგ უფრო ნაკლებად რელევანტული იქნება საუბრები ევრაზიულ კავშირზე და იმ რუსოცენტრისტულ პოსტსაბჭოთა ტიპის გაერთიანებებზე, რომლებზეც გარკვეული პოლიტიკური ძალები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აქტიურად ლობირებდნენ.
მედია მკვლევარმა ნანა საჯაიამ ჩვენთან საუბრისას ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში მედიის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე შემდეგი განაცხადა: „მედიის თავისუფლების მხრივ, ჩვენი დაკვირვების პერიოდში რაც იყო, 2012 წლის მაისიდან 2013 წლის სექტემბრამდე, მივიჩნიეთ, რომ მედია გარემო, ზოგადად, გაჯანსაღებულია. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდების შედარებისას აღარ შეინიშნება დევნის,ზეწოლის, ან პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის მასშტაბური მცდელობები. მედიის მთავარ გამოწვევად ამ ეტაპამდე რჩება რეფორმა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ასევე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რომელის ბოლო ვადაა 2015 წლის ივლისი. საქართველოს მთავრობას ამ ეტაპამდე არ წარმოუდგენია სტრატეგია, არც საქართველოს მოსახლეობამ იცის, რას ნიშნავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. მესამე საკითხია ეროვნული კომუნიკაციების კომისიის დეპოლიტიზაცია.“
ვილნიუსის სამიტამდე დამოუკიდებელ ექსპერტთა ნამუშევარს ბრიუსელში განიხილავენ, სადაც ალტერნატიული კვლევის სახით წარმოდგენილი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული ოფიციალური დასვნები იმის თაობაზე, თუ რამდენად მზადაა საქართველო ევროპის ასოცირებული წევრობისთვის.
XS
SM
MD
LG