ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისევ კონფრონტაცია?


დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს პარლამენტში მარტის ბოლოს მოუსმენენ

მმართველი გუნდი საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში მარტის ბოლოს მოუსმენს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა, რომელმაც დასძინა ისიც, რომ პრეზიდენტის ქმედებები განსაზღვრავს იმას, პარლამენტში სააკაშვილს ადამიანები მოუსმენენ, თუ ისაუბრებს ის ცარიელ კედლებში. უსუფაშვილის განცხადება საპასუხო იყო პრეზიდენტის წერილზე, რომელიც ასევე დღეს გავრცელდა. პრეზიდენტმა პარლამენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია: „უპირველეს ყოვლისა, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, როგორც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, და მოგმართავთ თქვენ - ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, დაცული იქნეს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველ პირს ავალდებულებს, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა და საზოგადოებას; მეორე მხრივ, კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტს, მოუსმინოს საქართველოს პრეზიდენტს.
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის ამ ნორმის დაცვით ცოტა ხნის წინათ შექმნილ ბევრ გართულებას ავიცილებდით თავიდან. საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი საქართველოს პარლამენტსაც ეკისრება.აქვე შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მოსმენა უახლოეს მომავალში უნდა შემდგარიყო.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვა და დანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი,“– ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
პოლიტიკური უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლაზე პარლამენტში უარი არავის უთქვამს.

პრეზიდენტის მიმართვის პარალალურად, დღეს ნაციონალური მორძრაობის ლიდერმა ვანო მერაბიშვილმა 19 აპრილის აქტივობა დაანონსა. მისი თქმით, იმის გამო, რომ აშკარად ხედავენ საფრთხეს საგარეო ორიენტაციის ცვლილების თაობაზე, აპირებენ დიდი მიტინგის ორგანიზებას თბილისში, რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ. „ჩვენს უახლოეს ისტორიაში რამოდენიმეჯერ დამდგარა საქართველო განსაცდელის წინაშე. სამწუხაროდ, დღესაც საქართველო დგას არჩევანის წინაშე. საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს მომავალზე, საქართველოს ორიენტაციაზე ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი შევიკრიბით და მთავრობას ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა და არა უკან, რუსეთთან დაბრუნება. სწორაედ ამიტომ 9 აპრილს, 4 საათზე ჩვენი მოძრაობა გამოდის ინიციატივით, შვიკრიბოთ ძველი პარლამენტის წინ,“– განაცხადა მერაბიშვილმა.

აპრილის აქციის იდეა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა შეაფასეს, როგორც ღია კონფრონტაცია და მუქარა პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობის ჩართვით. პარლამენტარი კობა დავითაშვილი ამბობს: „სასოწარკვეთილი ნაციონალური მოძრაობა ხავსს ებღაუჭება. ფაქტობრივად, ესაა მათი მხირდან გადასვლა ღია კონფრონტაციაზე. პირდაპირი მუქარა პარლამენტის დათხოვნისა, თარიღი 19 აპრილი უკავშირდება სწორედ საკონსტიტუციო ვადებს. მათ მიერ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა და ჩაშლა, მათი ყველა ქმდება მიმართულია ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრილაების მოწყობისთვის. ძალიან ამომწურავ და ძალიან ღია ასუხს მიიღებენ ისინი ხალხისგან, სცადონ, სცადონ.“

საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემ ჩვენთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა პოლიტიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის თანამშრომლობის კარგი პრეცენდენტის შექმნა, რაც უდავოდ სარგებლის მომტანი იქნებოდა სახელმწიფოსთვის. მისი თქმით, „კოჰაბიტაციის ძალიან კარგი და არა მხოლოდ მაგალითი, არამედ სიროზული თანამშრომლობის დასაწყისი იქნებოდა ის, რომ ასეთ კონცეპტუალურ საკითხებზე დიდი შეთანხმება ყოფილიყო მიღწეული. ჩემი აზრით, არც ეს აპრილის აქცია იქნებოდა დაანონსებული და პოლიტიკური პროცესებიც უფრო კონსტრუქციულ ხასიათს მიიღებდა. შეთანხმება არ შედგა, თუმცა პოლ;იტიკური მხარეები ამ თემას შესაძლოა დაუბრუნდნენ და კარგი იქნება, თუ დაუბრუნდებიან. იმ შემთხვევაში, თუ არ დაუბრუდნენ, მარტივი არჩევანია, დიდი არჩევანი, არაა: მოლაპარაკებები ან მიმდინარეობს პარლამენტში, ან პარლამენტს გარეთ. ნებისმიერ შეთხვევაში, პარლამენტის გარეთ გატანა, მიმაჩნია, რომ არ არის კარგი ქვეყნისთვის. უნდა მოიძებნოს ფორმატი, რა ფარგლებშიც სარგებელს მიიღებს არა რომელიმე მხარე, არამედ სახელმწიფო. სამწუხადოდ პოლიტიკური შეგნება ჯერ კიდევ არაა ისეთ დონეზე საქართველოში, როგორსაც მე ვისურვებდი.“

პოლიტიკური კოჰაბიტაცია საქართველოში სულ უფრო და უფრო ემსგავსება ჩოგბურთის პარტიას ჩამჭრელი ბურთებით.
XS
SM
MD
LG