გიორგი გაგნიძემ, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ბარიტონმა, მეტროპოლიტენის საოპერო თეატრში კიდევ ერთი გასტროლები დაასრულა. ნიუ იორკის სცენას ქართველი შემსრულებელი თავისი სავიზიტო ბარათით, „რიგოლეტოთი“ დაუბრუნდა. მოისმინეთ სიუჟეტი, რომელშიც გიორგი გაგნიძის და მისი მორიგი წარმატების შესახებ მოგითხრობთ.
„ის არამარტო დაიბადა რიგოლეტოსთვის, არამედ თვით რიგოლეტოა!“ - ხოსე კარერასი