ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ევროპულ კომპანიებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა


ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში არ გადახდის ან მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, რუსეთმა ევროპულ კომპანიებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. გაზპრომში ამბობენ, რომ გაზი აღარ მიეწოდება გერმანულ, დანიურ, ჰოლანდიურ, ბულგარულ, პოლონურ და ფინურ კომპანიებს, მათ, რომლებმაც უარი თქვეს რუბლში ანგარიშსწორებაზე.

ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც რუბლში ანგარიშსწორებაზე უარი განაცხადა გერმანული კომპანია შელ ევროპაა. გერმანიის მარეგულირებელი ამბობს, რომ კომპანიას ბაზარზე მცირე მოცულობით ოპერირებს, რაც მათ საშუალებას აძლევს გაზის სხვა მომწოდებელთან ითანამშრომლოს.

გერმანული, იტალიური და ფრანგული კომპანიების დიდი ნაწილი მზად არის ბუნებრივი აირის გადასახადი რუბლში გადაიხადონ, რათა არ შეწყდეს ბუნებრივი აირის მიწოდება.

დანიის სისტემის ოპერატორმა კომპანია „ენრგინეთმა“ თქვა, რომ ბუნებრივი აირის ნაკადი საკმარისად აქვთ და შეუძლიათ გაზი სხვა მიმწოდებლისგან შეიძინონ და არა გაზპრომისგან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG