შეერთებული შტატების ორი სამხედრო გემი და ორი მაღალი რანგის დიპლომატი, სამხრეთ კორეაში სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვიდან ოთხი თვის თავზე, სოლიდარობის გამოსახატავად ჩადის.
დღეს , სეულში თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა სამდღიანი მოლაპარაკები დაიწყო. ხვალ ორი-ორზე ფორმატის მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და სამხრეთ კორეის მთავრობის მაღალჩინოსნებიც შეუერთდებიან.
შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ავიამზიდი სამხედრო ხომალდი “USS WASHINGTON” და ორი გამანადგურებელი გემი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ ბუსანში ოთხშაბათს ჩავა. მესამე სამხედრო გემი კი იმავე დღეს ჩინხაუს პორტში ჩაუშვებს ღუზას.