ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეული ერთობლივი დეკლარაციის მისაღებად თითქმის მზადაა


სამიტის მასპინძელი ქვეყნის, ინდოეთის განცხადებით, დიდი ოცეულის (G20) ქვეყნებმა, ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობა თითქმის დაასრულეს. დელის ეს განცხადება შეიძლება მიანიშნებდეს, რომ მომლაპარაკებლებმა, დეკლარაციის კონტექსტში, უკრაინის საკითხზე არსებული უთანხმოება გადალახეს.

მომლაპარაკებელი ამიტაბჰ კანტმა ამბობს, რომ სამიტის დასკვნითი განცხადება, ლიდერთა დეკლარაცია, გლობალური სამხრეთისა და განვითარებადი ქვეყნების „ხმა“ იქნება.

„დელის ლიდერთა დეკლარაცია თითქმის მზად არის. ეს დეკლარაცია წარდგენილი იქნება ლიდერებისთვის“ - თქვა კანტმა დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსოფლიოს 20 მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შეხვედრაზე შეკრებილი მომლაპარაკებლები დღეებია დავობენ, დოკუმენტის საბოლოო ფორმულირებაზე და შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. ძირითადად ეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის ნაწილში იყო. მათი სურვილია, კომუნიკეს მოსკოვი და პეკინიც შეუერთდეს, რაც საბოლოო ჯამში, გლობალური პრობლემების გადალახვას ემსახურება, როგორიცაა ვალები და კლიმატის ცვლილებები.

შაბათ-კვირის სამიტზე დელიში ძირითადად დასავლეთი და მისი მოკავშირეები დომინირებენ. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვედრას გამოტოვებს და მის ნაცვლად პრემიერ ლი ჩიანგს აგზავნის.

სამიტს ასევე არ დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი. სერგეი ლავროვმა გასულ კვირას თქვა, რომ თუ დეკლარაციაში რუსეთის ინტერესები და პოზიციები გათვალისწინებული არ იქნება, მოსკოვი მის მიღებას მხარს არ დაუჭერს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG