დიდი ოცეული ორდღიანი სამიტი დასრულდა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამიტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, ორი კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებული ზონის ვიზიტმა გადაფარა.
სამიტს იაპონიის ოსაკას პორტში, 19 ქვეყანა და ევროკავშირი ესწრებოდა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა უმეტესი დრო სამიტზე მომავალი ლიდერების არჩევის საკითხს დაუთმეს. ევროკომისიის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს, ჟან კლოდ იუნკერს და დონალდ ტუსკს ვადა ოქტომბერში ეწურებათ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმის პუტინმა სამიტი იმისთვის, გამოიყენა, რომ პრესასთან საუბრისას ლიბერალიზმის მოდელი გაეკრიტიკებინა. „ლიბერალურმა იდეამ საკუთარი თავის ჭამა დაიწყო,“ განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.
შეხვედრის შემდეგ იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ, სამიტი წარმატებულად შეაფასა და განაცხადა, რომ ლიდერებმა გარკვეულ საკითხებზე კონსესუსის მიღწევა მოახერხეს, მათ შორის, ოკეანეების დაბინძურების, გენდერული თანასწორობის და ანტი-კორუფციული კუთხით.
Facebook Forum