ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მწვავე პროტესტის ფონზე, საფრანგეთში ოთხი პოლიციელი დააკავეს


შავკანიანი მუსიკალური პროდიუსერის მიშელ ზეკლერის ცემის ფაქტზე საფრანგეთში ოთხ პოლიციელს ბრალი წაუყენა. დაკავებულ პოლიციელებს რასობრივ დისკრიმინაციასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ ბრალი. მას შემდეგ, რაც გასულ კვირას გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში გამოიკვეთა, რომ პოლიციელებმა მიშელ ზეკლერის დაკავებისას ძალა გამოიყენეს და შავკანიანი მამაკაცი სცემეს. ცემის დროს პოლიციელები ხელკეტსა, ხელებს და ფეხებს იყენებდნენ. როგორც თავად ზეკლერი ამბობს, პოლიციელები ამ პროცესში რასობრივ ნიადაგზე შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძალადობაში თავდაპირველად სამი პოლიციელი მონაწილეობდა შემდეგ ადგილზე მეოთხე სამართალდამცავი მივიდა, რომელმაც ზეკლერის განცხადებით მის წინააღმდეგ ცრემლსადენი აეროზოლი გამოიყენა.

დღეს დილით მაგისტრმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულმა პოლიციელებმა განზრახ ძალადობა ჩაიდინეს. არსებული ინფორმაციით, მოსამართლემ ორი ბრალდებული პოლიციელი პატიმრობაში დატოვა ორი კი გაათავისუფლა.

პროკურორები თვლიან რომ ოთხივე პოლიციელმა განზრახ დანაშაული ჩაიდინა. დაკავებული პოლიციელები დაკითხვის დროს ამბობდნენ, რომ ისინი "შიშის გამო მოქმედებდნენ." ბრალდებულების ადვოკატებს წარდგენილ ბრალზე და მოსამართლის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მომხდარის გამჟღავნების შემდეგ პარიზში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფაქტი გააპროტესტეს და ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც მომუშავე პოლიციელების სურათების გამოქვეყნებას კრძალავს.

საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა აქციის 81 მონაწილე დააკავეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ძალადობა მიუღებელია.

შავკანიანი მამაკაცის დაკავების დროს მომხდარი ძალადობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა საინფორმაციო სააგენტო "ლუპსაიდერმა" გამოაქვეყნა. თუმცა ვებგვერდი ვერ შეძლებდა ინფორმაციის გასაჯაროებას, თუ საფრანგეთში ახალი სადავო კანონის პროექტი ამოქმედებული იქნებოდა. საბოლოოდ დამტკიცდება თუ არა კანონის პროექტი ეს ჯერ უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG