ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოძრაობის „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ მიმართ მხარდაჭერა მცირდება - პიუს კვლევა


ავტორიტეტული ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ამერიკელთა შორის, მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, სულ უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებს. თუმცა, მოძრაობის მიმართ, მხარდაჭერა კვლავ ძლიერია აფროამერიკელთა შორის.

რასობრივი და ძალადობის საკითხები, 29 სექტემბერს გამართული პირველი საპრეზიდენტო დებატების ექვსი თემიდან, ერთ-ერთი იყო.

პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ დემონსტრაციების ახალი ტალღის მიზეზი, პოლიციის მიერ, 29 წლის შავკანიანი მამაკაცის დაჭრა გახდა.

ამ ინციდენტის შემდგომ პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ამერიკელ ზრდასრულთა 55%, „გარკვეულწილად“ მხარს უჭერს მოძრაობას „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია.“ ეს მაჩვენებლი, მიმდინარე წლის ივნისის შემდეგ, 12%-ითაა შემცირებული.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ გამართული დემონსტრაციების ფონზე, მოძრაობას მხარს, „გარკვეულწილად“ ზრდასრულ ამერიკელთა 67% უჭერდა. მათი პროცენტული მაჩვენებელი კი, ვინც მოძრაობას „მტკიცედ“ უჭერს მხარს, სამი თვის განმავლობაში, 38%-დან, 29%-მდე შემცირდა.

მოძრაობის მიმართ მხარდაჭერის შემცირება, განსაკუთრებით თვალსაჩინოა თეთრკანიან და ესპანური წარმოშობის მოსახლეობას შორის. ივნისში, ზრდასრულ თეთრკანიანთა 60% ამბობდა, რომ „გარკვეულწილად“ მხარს უჭერდა მოძრაობას. ახლა ეს მაჩვენებელი 15%-ითაა შემცირებული და 45%-ია.

11 პროცენტით შემცირდა, „გარკვეულწილად“ მხარდამჭერთა რაოდენობა, ესპანური წარმოშობის მოსახლეობაში - 77 დან, 66%-მდე. შედარებისთვის, მოძრაობის მიმართ მხარდაჭერა, პრაქტიკულად არ შეცვლილა შავკანიან და აზიური წარმოშობის ზრდასრულ ამერიკელთა შორის.

შავკანიან ამერიკელთა 87% ამბობს, რომ ის მხარს უჭერს მოძრაობას „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ და ეს მაჩვენებელი, ივნისის შემდეგ, ფაქტობრივად არ შეცვლილა. ამ ფონზე, იმ შავკანიანთა პროცენტული მაჩვენებელი, ვინც მორაობას. „მტკიცედ“ უჭერს მხარს, 9 პროცენტით შემცირდა - 79 დან, 62%-მდე.

მოძრაობის მიმართ, მხარდამჭერთა მაჩვენებელი კიდევ უფრო მნიშვნელოვნადაა დაყოფილი პარტიული ნიშნით. რესპუბლიკელებსა და რესპუბილკური პარტიის მხარდამჭრთაგან, საშუალოდ, 10-დან 2, „გარკვეულწილად“ მხარს უჭრს მოძრაობას და 19%-ს შეადგენს. ივნისში, მოძრაობას „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, ამ ჯგფიდან, გარკვეულწილად, საშუალოდ 10 გამოკითხულიდან 4 უჭერდა მხარს.

მხარდამჭრთა რაოდენობა პრაქტიკულად არ შეცვლილა დემოკრატებსა და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა შორის და ის 88%-ია.

პარტიული ნიშნით, ეთნიკურობის მიხედვით, „გარკვეულწილად“ მხარდამჭერთა რაოდენობა, მნიშვნელოვნად განსხვავებულია თეთრ ზრდასრულ ამერიკელებს შორისაც. საშუალოდ, 10 დან 9 თეთრი დემოკრატი, რაც მათი 88%-ია, მოძრაობის მიმართ „გარკვეულწილად“ მხარდაჭერას გამოხატავს. თეთრკანიან ზრდასრულ რესპუბლიკელებში ეს მაჩვენებელი 16%-ია. მაჩვენებლები კიდევ უფრო მკვეთრად განსხვავდება, როცა საუბარი „მტკიცე“ მხარდაჭერაზეა. თეთრკანიან დემოკრატთა 51%, მოძრაობას მტკიცედ უჭერს მხარს და ეს მაშინ, როცა თეთრკანიან რესპუბლიკელებში, „მტკიცე“ მხარდამჭერთა რაოდენობა 2%-ია.

კვლევა 8 დან 13 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, 10 093 ამერიკელი გამოიკითხა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მაჩვენებლებში ცდომილება შესაძლოა, პლუს-მინუს 1,6% იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG