ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფრიდომ ჰაუზი“ ეგვიპტის მოვლენებს ეხმაურება


„ფრიდომ ჰაუზი“ ეგვიპტის მოვლენებს ეხმაურება
„ფრიდომ ჰაუზი“ ეგვიპტის მოვლენებს ეხმაურება

ეგვიპტის სახელმწიფო სატელევიზიო არხები გამუდმებით აჩვენებენ ახალგაზრდა ეგვიპტელის ინტერვიუს, რომლის განცხადებითაც, მათ, ვინც 25 იანვარს ამბოხი დაიწყო ეგვიპტეში, ისრაელის მხარე წვრთნიდა შეერთებულ შტატებში. ამ ფონზე, ამერიკაში დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზი“, რომელიც თავისუფალი მედიის გაფართოებას უჭერს მხარს მთელს მსოფლიოში, უარყოფს ბრალდებებს, რომ ეგვიპტელების ტრენინგს დემოკრატიზაციის საკითხებში რაიმე საერთო ჰქონდა ანტი სამთავრობო სენტიმენტის გაღვივებასთან.

ახალგაზრდა ეგვიპტელი ქალი, სახელად შაიმა ამბობს, რომ ამერიკულმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუზ“ მას ეგვიპტეშ ეგვიპტის მთავრობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დესტაბილიზაციის მიზნით ჩაუტარა ტრეინინგი. შაიმა ასევე დაბეჯითებით აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციამ ეგვიპტის აკრძალული ოპოზიციური მოძრაობის-"მუსლიმთა საძმოს" წევრები, ახალგაზრდები და სხვა ანტისამთავრობო ჯგუფები გაწვრთნა.

გოგონა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ცნობილი მედიის უფლებების დაცვის ორგანიზაციის ტრენინგები ისრაელელი ინსტრუქტორების მიერ იყო ორგანიზებული.

დევიდ კრამერი „ფრიდომ ჰაუზს“ უდგას სათავეში. მისი განცხადებით, შაიმას სახელი არცერთ ტრენინგ-პროგრამაში არ ფიგურირებს. კრამერი კიდევ ერთხელ აკონკრეტებს, რომ „ფრიდომ ჰაუზი“ მონაწილეებს დემოკრატიის პრინციპებზე და არა მთავრობის დამხობაზე ესაუბრება.

კრამერი: „ჩვენი ტრენინგებით ხალხს როდი ვეხმარებით მთავრობების დამხობაში. არამედ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეგვაქვს წვლილი-ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის გაფართოების კუთხით, იქნება ეს ეგვიპტეში თუ სხვაგან მსოფლიოში.“

კრამერის განცხადებით, არ არსებობს არანაირი სამხილი, რომ ეგვიპტის ტელევიზიები სიმართლეს ამბობენ. ამგვარ განცხადებებს არანაირი მტკიცებულებები არ ახლავს თან. კრამერი ასევე აცხადებს, რომ მუბარაკის მომხრეები ახლა განტევების ვაცს ეძებენ ნაცვლად იმისა, რომ კარგად გაიგონ თუ რა მიზეზით მოხდა არეულობა სხვებს აბრალებენ მომხდარს.

კრამერი: „ეგვიპტელებს შორის მზარდი უკმაყოფილება არსებობს მთავრობის მიმართ. ხალხმა ეს უკმაყოფილება ქუჩებში გასვლითა და საკუთარი სათქმელის ხმამაღლა გამოხატვით დააფიქსირა. ამ ადამიანებს არავინ არ ასპონსორებს გარედან. არამედ ეს მოვლენები ასი პროცენტით ეგვიპტურია. იმედი მაქვს, რომ მუბარაკის რეჟიმი სწორ დასკვნებს გააკეთებს და გაკვეთილსაც ისწავლის.“

ქაიროში დაფუძნებული "ინტერპრესს" საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი ამა მეკი ამერიკის ხმას უცხადებს, რომ ეგგვიპტის მედია მიმდინარე მღელვარებას უცხოეთის მთავრობებს აბრალებს.

„ვშიშობ, რომ ეს გადაბრალების პოლიტიკა კარგად მუშაობს. რამდნეიმე დღის წინ ჩვეულებრივ ადამიანებთან ჩავწერე ინტერვიუები. ხუთმა მათგანმა თქვა, რომ მოვლენების უკან გარეშე ძალა უნდა იდგეს. მე ჩემი მხრიდან გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანები გაუნათლებლები და დაბალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი ყველაფერს როგორც ჩანს საკუთარი ფინანსური გადასახედიდან ხედავენ.“

ამბობს ჟურნალისტი და დასძენს, რომ აშკარა კოორდინაცია ხდება ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიებსა და ზოგიერთ კერძო ტელევიზიას შორის, რომლებსაც მუბარაკის მომხრე ბიზნესმენები ფლობენ. მთავრობისა და სხვადასხვა კერძო სატელევიზიო სადგურების მიზანი სწორედ მშვიდობიანი ამბოხების დისკრედიტაციაა.

XS
SM
MD
LG