ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთმა საწვავის გაძვირების გადაწყვეტილება შეაჩერა


პარიზში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა საწვავზე ფასების მატების პროცესი დროებით შეაჩეროს. პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპეს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაძვირება, რომელიც 1 იანვრიდან უნდა მომხდარიყო, 6 თვით გადავადდა. "არანაირი გადასახადი არ ღირს ერის ერთობის საფრთხის ქვეშ დაყენებად" - თქვა მან დღევანდელ სატელევიზიო მიმართვაში.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საწყვავის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება გასულ თვეში გააჟღერა. ეს ფართომასშტაბიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც კლიმატური ცვლილებების შედეგებთან გამკლავებას ისახავს მიზნად. პრეზიდენტი თხევადი საწვავიდან განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლას გეგმავს.

საწვავის გაძვირების გამო საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტებს ყვითელი ჟილეტები ეცვათ და მათ გამოსვლებს ყვითელი ჟილეტების მოძრაობა შეარქვეს. გამოსვლები ხშირად ძალადობრივ ხასიათს ატარებდა და მასობრივი პროტესტის ეს ძლიერი მუხლი ოპონენტებმა პრეზიდენტ მაკრონის პოლიტიკის საწინააღმდეგო არგუმენტად გამოიყენეს.

დემონსტრანტებმა აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყვეს. ისინი აშენებდნენ ბარიკადებს და აზიანებდნენ საგზაო ნიშნებს. გამოსვლებს ხშირად თან ახლდა პოლიციასთან შეტაკება, რომელიც მათ დასაშლელად ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდა. საფრანგეთში ასობით ადამიანი დააკავეს და ამდენივე დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG