ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონს სურს, უკრაინას რუსეთის მიერ სურსათის ექსპორტზე დაწესებული ემბარგოს მოხსნაში დაეხმაროს


ემანუელ მაკრონი დღეს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას სურს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დაეხმაროს უკრაინას, სურსათის ექსპორტზე რუსეთის მხრიდან დაწესებული ემბარგოს მოხსნაში. საუბარია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რომელიც უკრაინიდან ძირითადად შავი და აზოვის ზღვის პორტებიდან გადიოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის პრეს ოფისის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტს გაუზიარა ღრმა შეშფოთება დონბასში და მარიუპოლში შექმნილი ვითარების გამო. მაკრონმა პუტინს ასევე უთხრა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მიღწევა. "მე მოვუწოდე რუსეთს, რომ როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, დადგეს მის მიერ აღებული საერთაშორისო პასუხისმგებლობების სიმაღლეზე და დაასრულოს ეს აღმაშფოთებელი შეტევა" - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რომელთაც კრემლი აკონტროლებს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა დასავლეთს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება და მოახდინოს ზეწოლა კიევზე, რათა იქ არ მოხდეს "ომის დანაშაულებანი და მასობრივი დაბომბვა დონბასის მახლობლად მდებარე დასახლებებში". სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, კრემლი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას აცხადებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG