საფრანგეთის დედაქალაქში მდინარე სენის ადიდების გამო, წყალდიდობა პიკს აღწევს. წყლის დონე პარიზში ნორმას თითქმის 4 მეტრით აჭარბებს.
წყალდიდობების შედეგად, მდინარის გასწვრივ საფრანგეთის 240-ზე მეტი ქალაქი დაზარალდა. ევაკუირებულია 1 500-ზე მეტი ადამიანი. პარიზში ქუჩების ნაწილი გადაკეტილია. ვარაუდობენ, რომ წყლის დონე სამშაბათიდან დაიკლებს, მაგრამ წმენდის სამუშაოებს რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება.
Facebook Forum