ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრობლემები საფრანგეთის ახალი ლიდერის წინაშე


საფრანგეთში სოციალისტი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ქვეყნის ლიდერს პრობლემების გადალახვა მოუწევს.

ბატონმა ოლანდმა, კვირას გამართული არჩევნების შემდეგ, ათასობით მხარდამჭერს სიტყვით მიმართა და საფრანგეთის უკეთესი მომავლისათვის სამართლიან და თანასწორუფლებიან გარემოს შექმნას დაპირდა.

ოლანდმა ასევე სურვილი გამოთქვა მდიდარი ადამიანებისათვის გადასახადების მომატებაზე და განათლების სფეროში მეტი ინვესტიციების ჩადების თაობაზე.

მიუხედავად ამისა, ფრანგების გარკვეული ნაწილი კითხვის ქვეშ აყენებს 57 წლის სოციალისტი პრეზიდენტის ძალისხმევას დასაქმების მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. ბატონი ოლანდი პოლიტიკაში წლების განმავლობაში ფიგურირებს, თუმცა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის დროს მართვაში არც თუ დიდ გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ შიშობენ თუ რამდენად შეძლებს თავის გართმევას იგი იმ პრობლემებისადმი, რომელიც ამჟამად საფრანგეთშია.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ბრუნი კორტესი ამბობს:

„რეალურად არავინ იცის ბატონი ოლანდის შესაძლებლობა და თუ რამდენად დაძლევს იგი ეკონომიკურ პრობლემებს.“

პარიზის ქუჩებში პრეზიდენტ ოლანდის მხარდაჭერები გამარჯვებას აღნიშნავენ. 24 წლის სტუდენტი ლუიზა ტაიატი სიხარულს ვერ ფარავს ახალი პრეზიდენტის არჩევით:

„ჩვენ თითქმის 20 წელი ველოდით სოციალისტური პარტიის წევრის გაპრეზრიდენტებას. წინამორბედი პრეზიდენტის დროს მრავალი ეკონომიკური პრობლემა დაგროვდა...“

33 წლის ბიზნესმენს ხუან პაბლო ვარგასს კი ქვეყნის მომავალი აშფოთებს:

„არ ვიცი როგორ იქნება საფრანგეთის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობა და მის ფონზე მთლიანად ევროპის. მაინტერესბს გააგრძელებს კი გერმანია ევროპის ქვეყნების ერთპიროვნულ ფინანსურ მხარდაჭერას; ამ მხრივ რა გზას აირჩევს ჩვენი პრეიზდენტი?“

ექსპერტი თომაზ მიჩალსკი კი მიიჩნევს რომ ბატონი ოლანდის პოლიტიკას ეკონომიკური ზრდის მოწოდებით თავად ევროპაშიც დადებითი გამოხმაურება ექნება და იქვე დასძენს რომ საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის დანაპირები გარკვეულ შედეგს გამოიღებს. თუ ყოველივე ეს ისევ სიტყვებად დარჩა, მაშინ მას იგივე ბედის გაზიარება მოუწევს, რაც მის ყოფილ კოლეგას, ნიკოლა სარკოზის.

XS
SM
MD
LG